ფილადელფია (ინგლ. Philadelphia) — ამერიკული დრამა, რომელიც გადაიღეს 1993 წელს. სწორედ ეს ფილმი შეეხო პირველად შიდსის პრობლემას, ასევე ფილმი ეხება ისეთ ტაბუდადებულ თემებს როგორიცაა ჰომოსექსუალობა და ჰომოფობია. ფილმის გამოსვლას თან ახლდა ბაპტისტური ეკლესიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციები.

„ფილადელფია“
რეჟისორი ჯონათან დემი
პროდიუსერი ჯონათან დემი, ედვარდ საქსონი
სცენარისტი რონ ნისვანერი
როლებში ტომ ჰენქსი
დენზელ ვაშინგტონი
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ოპერატორი ტაკ ფუჯიმოტო
მონტაჟი გრეგ მაკკეი
სტუდია Clinica Estetico
დისტრიბუტორი TriStar Pictures
ხანგრძლივობა 125 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $26 მილიონი
შემოსავალი $206 678 440

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ანდრიუ ბეკეტი (ტომ ჰენქსი) არის ფილადელფიის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი სამართალის დარგში. მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არავინ იცის მისი ბოფრენდის მიგელ ალვარესის (ანტონიო ბანდერასი) გარდა. მოულოდნელად კომპანიის მმართველი შეამჩნევს მის ინფექციურ დაავადებას და გადაწყვეტს მის განთავისუფლებას იმ მიზნით, რომ სხვას არ გადაედოს ეს დაავადება. ამის შესახებ ენდრიუ შეიტყობს და დაუკავშირდება ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატს და ასევე მის კონკურენტს ჯო მილერს (დენზელ ვაშინგტონი). მათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, კანის ფერი და მსოფლმხედველობა აქვთ, მაგრამ ეს მიზეზები მათ ხელს ვერ უშლის, რომ იბრძოლონ სამართალისთვის.

როლებში რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

ენდრიუ ბეკეტის როლს სთავაზობდნენ დენიელ დეი-ლუისს, ენდი გარსიასა და მაიკლ კიტონს. საბოლოოდ როლზე დამტკიცდა ტომ ჰენქსი, რომელმაც ამ ფილმისთვის დაახლოებით 12 კილო დაიკლო. სასამართლოს სცენები ნამდვილ სასამართლო დარბაზში გადაიღეს. ფილმში გადაღებული იყო 53 ჰომოსესუალი, რომელთაგან 43 შემდეგ წელს შიდსით დაიღუპა.

ჯილდოები რედაქტირება

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი: ტომ ჰენქსი
  2. საუკეთესო სიმღერა: Streets of Philadelphia

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში: ტომ ჰენქსი
  2. საუკეთესო სიმღერა: Streets of Philadelphia

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება