ფითრისებრნი (ლათ. Loranthaceae) — ორლებნიან მარადმწვანე მცენარეთა ოჯახი. ნახევრად პარაზიტული ბუჩქები ან ტანდაბალი ხეებია, იშვიათად ბალახები.

ფითრისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Loranthaceae

ცხოვრობენ ხეებისა და ბუჩქების ტოტებსა და ღეროზე, იშვიათად ფესვებზე. მოპირისპირედ განლაგებული მთლიანი ან ქერქისებრი ფოთლები აქვს. ყვავილები ერთსქესიანი და ორსქესიანია. ყვავილსაფარი მარტივია, განცალკევებული ან შეზრდილი. ნაყოფი კენკრაა, წებოვანი.

აერთიანებს 40-მდე გვარის 1400-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკებში. საქართველოში 2 გვარის 2 სახეობათეთრი ფითრი, რომელიც პარაზიტობს ფოთოლმცვივან და წიწვოვან მცენარეებზე, და არცეუტობიუმი — პარაზიტობს ღვიაზე.

ლიტერატურა რედაქტირება