ფეტიშური ტრანსვესტიზმი

ფეტიშური ტრანსვესტიზმისექსუალური ფეტიშიზმი, რომელიც გამოიხატება საწინააღმდეგო სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმით. (სექსუალურ აღზნებას, იგივე სქესის ადამიანის სამოსის ჩაცმისას, ჰომეოვესტიზმი ეწოდება).

ფეტიშისტი ქალის სამოსში

როგორც წესი, ფეტიშისტი ტრანსვესტიტის გადაცმას არ აქვს კავშირი გენდერულ იდენტობასთან.[1], რომელიც მათ შემთხვევაში ემთხვევა ბიოლოგიურ სქესს. თუმცა არსებობს ორმაგი როლის მქონე ტრანსვესტიტი — ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ იცვამს ტანსაცმელს, არამედ ფსიქოლოგიურადაც ითავისებს საპირისპირო სქესის როლს. ასეთი ადამიანებისთვის გენდერული იდენტობა შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების სტილის ცვლილებასთან ერთად, მოხდეს მონაცვლეობა ქალიდან კაცში და პირიქით. არის შემთხვევები, როდესაც ის იდენტობა, რომელიც უპირისპირდება მის ბიოლოგიურ სქესს, ადამიანისთვის უფრო მისაღები ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მიმართავს ქირურგიულ ჩარევას და სქესის კორექციას — მისთვის სავარაუდოდ საკმარისი იქნება თუ გარემომცველები მას აღიქვამენ მისი გენდერული იდენტობის შესაბამისად.

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.dsm5.org/Documents/Paraphilic%20Disorders%20Fact%20Sheet.pdf DSM-5 Documents: Paraphilic Disorders Fact Sheet