ფერწერის ვენეციის სკოლა

ვენეციის სკოლა — ფერწერის ერთ-ერთი უმთავრესი სკოლა იტალიაში, ვენეციაში. ყველაზე მეტად განვითარდა XV—XVI საუკუნეებში. ფერწერის ამ სკოლისთვის დამახასიათებელია ფერწერული საწყისების სიჭარბე, ნათელი კოლორისტული გადაწყვეტილებები, ზეთით ფერწერის სახვითი შესაძლებლობების საფუძვლიანი ფლობა.[1][2]

ალვიზე ვივარინი. მადონა სამეფო ტახტზე და ოთხი წმინდანი. ურბინო.

ისტორია რედაქტირება

 
სცენა მარკოზ მახარებლის ცხოვრებიდან. 1345 წელი. წმ. მარკოზის ბაზილიკა.
 
მეჰმედ II-ის პორტრეტი, 1480 წელი. ეროვნული გალერეა, ლონდონი. შეიქმნა სტამბოლში.
 
დემონიკო კაპრიოლა, ავტოპორტრეტი. ერმიტაჟი
 
ლეანდრო ბასანო. „დოჟი მარკანტონიო მემო“, 1615 წელი, კერძო კოლექცია

ვენეციის სკოლა ისტორიული განვითარების რამდენიმე ასწლეულს მოიცავს. პირველ ეტაპებზე მთავარი როლი არქიტექტურას ეკუთვნოდა. გეოგრაფიული მდებარეობისა და როგორც დასავლეთიდან (გოთიკა), ისე აღმოსავლეთიდან (უპირველეს ყოვლისა, ბიზანტიიდან) არსებული კულტურული გავლენების სპეციფიურმა პირობებმა შექმნა უკიდურესად თავისებური კულტურული ნაერთი, რომელიც აისახათ, ეგრეთ წოდებულ, ვენეციურ გოთიკაში. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ხასიათი (როგორც საფრანგეთში), იგი აქტიურად იყენებდა სტილის დეკორატიულ აღმოჩენებს. საკრალურ ნაგებობათა დეკორში ჭარბობდა ბიზანტიის იმპერიიდან — შუა საუკუნეების ხელოვნების ცნობილი ცენტრიდან — ნათხოვარი ელემენტები (ხატი, ტიხრული მინანქარი, მოზაიკა, ხალიჩა და ძვირფასი ტექსტილი). ხშირ შემთხვევაში ეს იყო ბიზანტიაში შეძენილი ან საბრძოლო ტროფეიდ გამოტანილი ხატები და იუველირული ნაკეთობები.

ფერწერის ვენეციის სკოლა მყარი განვითარების 400 წელს ითვლის. XV საუკუნის პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ მიისწრაფოდნენ ბიზანტიური ხატწერისა და მოზაიკის სტილისკენ, თუმცა გოთიკის ელემენტები ბიზანტიურებთან შერწყმის დროს იძლეოდა თავისებურ ადგილებრივ ნიმუშებს (XV საუკუნის ხატწერის ბიზანტიელი და ვენეციელი ოსტატების, პაოლო ვენეციანოს, ალვიზე ვივარინის ნამუშევრების მთელი რიგი; უფრო ადრინდელი ნამუშევრები იაკოპო ბელინის მიერ)[3].

მთავარი წარმომადგენლები რედაქტირება

მაღალი რენესანსი რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • С. Дзуффи., Возрождение. XV век. Кватроченто, М.: Омега-пресс, 2008. — გვ. 180—185. 384 გვ. 3000 ეგზ., ISBN 978-5-465-01772-5.

სქოლიო რედაქტირება

  1. Prado Guide, p. 248.
  2. Gardner, p. 679.
  3. ფერწერის ვენეციის სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-10. ციტირების თარიღი: 2016-12-04.