ფერნანდუ მეირელისი

ფერნანდუ მეირელისი (პორტ. Fernando Meirelles დ. 9 ნოემბერი, 1955) — ბრაზილიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. 2004 წელს ნომინირებული ოსკარზე, ხოლო 2005 წელს - ოქროს გლობუსზე.

ფერნანდუ მეირელისი
დაბადების სახელი ფერნანდუ ფერეირა მეირელისი
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1955
სან-პაულუ, ბრაზილია
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1982-დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

მეირელისის პირველი ფართოდ ცნობილი ფილმი იყო „ღმერთის ქალაქი“. 1997 წელს მან წაიკითხა ამავე სახელწოდების ბრაზილიური წიგნი, რომლის ადაპტაციაც გადაწყვიტა. მან აგრეთვე გადაწყვიტა, რომ ფილმის მსახიობები რიო დე ჟანეიროს ღარიბი უბნების მოსახლეობა უნდა ყოფილიყო. ამ ფილმმა მას აღიარება მოუტანა. ფილმი წარგენილი იყო კანის კინოფესტივალისა და ოსკარის ჯილდოებზე. მეირელესს შესთავაზეს ჰოლივუდში მუშაობა. მისი პირველი ფილმი ჰოლივუდში იყო „ერთგული მებაღე“, რომელმაც ასევე კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. ფილმმა რამდენიმე ნომინაცია მიიღო. 2008 წელს მან კიდევ ერთი ეკრანიზაცია გადაიღო. ამჯერად ეს იყო ჟოზე სარამაგოს რომანი „სიბრმავე“.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება