ფერდინანდ ცირკელი

გერმანელი გეოლოგი და პეტროგრაფი

ფერდინანდ ცირკელი (გერმ. Ferdinand Zirkel; დ. 20 მაისი, 1838 — გ. 11 ივნისი, 1912) — გერმანელი გეოლოგი და პეტროგრაფი.

ფერდინანდ ცირკელი
გერმ. Ferdinand Zirkel
დაბ. თარიღი 20 მაისი, 1838(1838-05-20)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ბონი[5] [4] ან გერმანია[6]
გარდ. თარიღი 11 ივნისი, 1912(1912-06-11)[7] [2] [4] (74 წლის)
გარდ. ადგილი ბონი[5] [4]
დასაფლავებულია ბონის ძველი სასაფლაო
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა გეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და მინერალოგი
მუშაობის ადგილი კილის უნივერსიტეტი, ლაიფციგის უნივერსიტეტი და ლვივის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბონის უნივერსიტეტი
ჯილდოები კოთენიუსის მედალი, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[8] და უოლასტონის მედალი[9]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა ბონის უნივერსიტეტი (ფილოსოფიის დოქტორი, 1861). 1863 წლიდან ლვოვის უნივერსიტეტის პროფესორი, 1870–1909 წლებში მინერალოგიის პროფესორი ლაიფციგში. ისლანდიაში, შოტლანდიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ჩდილოეთ ამერიკაში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში შეისწავლა მაგმური ქანები. ქანების მიკროსკოპული შესწავლისათვის და მათი დიაგნოსტიკისათვის ცირკელმა პირველმა შემოიღო კრისტალთოპტიკური მეთოდი. არის პეტროგრაფიის სახელმძღვანელოს ავტორი (1893–94), რომელმაც ხელი შეუწყო პეტროგრაფიის განვითარებას. იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი და მინერალოგიის საზოგადოების საპატიო წევრი. 1898 წელს მიენიჭა ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის მედალი. მისი სახელობისაა მინერალი ცირკელიტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 www.accademiadellescienze.it
  5. 5.0 5.1 Циркель Фердинанд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. Czech National Authority Database
  7. Deutsche Nationalbibliothek Record #117006203 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 395.
  9. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal