ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება

ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება, ფლორენციის საეკლესიო კრებაკათოლიკური ეკლესიის მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც მოიწვია პაპმა ევგენი IV-მ ბაზელის საეკლესიო კრების საპირისპიროდ (ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას ლიტერატურაში ზოგჯერ ბაზელის საეკლესიო კრების გაგრძელებას უწოდებენ). 1438-1439 წლებში მიმდინარეობდა ფერარაში, ხოლო 1443-1445 წლებში რომში. ბაზელის საეკლესიო კრების ბევრმა მონაწილემ უარი თქვა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაში მონაწილეობაზე, არც კრებაზე მოწვეული დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მეფეები ჩამოვიდნენ. აღმოსავლეთის ქრისტიანული (მართლმადიდებელი) ეკლესიის დელეგაცია კი მრავალრიცხოვანი იყო. კრების მთავარი მიზანი იყო კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დოგმატური უთანხმოების დაძლევა და მათ შორის უნიის დადება. კრებაზე გამწვავდა კამათი დოგმატურ საკითხებზე: filioque-ზე, საიდუმლოებზე, პაპის უზენაეს ხელისუფლებაზე. თურქული საშიშროების წინაშე მდგარი ბიზანტია (იმედი ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების დახმარებისა) იძულებული გახდა მიეღო ფლორენციის უნია (1439 წ.), რომლითაც იგი ცნობდა პაპის უზენაეს ხელისუფლებას. კათოლიკური ეკლესიის დოგმატებს; ინარჩუნებდა მხოლოდ მღვდელმსახურების საკუთარ წესებს (ეს უნია არ შესულა ძალაში არც ბიზანტიის და არც სხვა აღმოსავლეთის ქრისტიანულ მართლმადიდებელ ეკელსიაში).

ლიტერატურა რედაქტირება