ფერაპონტოვის მონასტერი

ფერაპონტოვის მონასტერი (რუს. Ферапонтов монастырь) — მონასტერი რუსეთში, ვოლოგდის ოლქში. მიიჩნევა შუა საუკუნეების რუსული ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად. 2000 წლიდან, იგი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ფერაპონტოვის სამონასტრო კომპლექსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 59°57′23″ ჩ. გ. 38°34′03″ ა. გ. / 59.95639° ჩ. გ. 38.56750° ა. გ. / 59.95639; 38.56750
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 982
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 982
ინგლ.რუს.ფრ.

მონასტერი 1398 წელს წმინდა ფერაპონტმა დააარსა მკაცრი ბუნებრივი პირობების მქონე ჩრდილოეთ რუსეთში, კირილო-ბელოზერსკის მონასტრის აღმოსავლეთით. მონასტერს დღევანდელი სახელი ფერაპონტის მოსწავლემ, წმინდა მარტინიანმა უწოდა, რომელიც 1447 წელს, წმინდა სერგის სამების ლავრის უმაღლესი სასულიერო პირი გახდა.

1530-იან წლებში, მონასტერს ემატება ხაზინა, სატრაპეზო და უნიკალური, გამოცხადების ეკლესია თავისი სამრეკლოთი. ამ დროისთვის, მონასტერი ივანე მრისხანესგან სპეციალურ პრივილეგიებს იღებს, ასევე საკუთრებაში გადაეცა 60 სოფელი. თვით მეფეც, მონასტერს ხშირად სტუმრობდა როგორც უბრალო მომლოცველი.

მწუხარების პერიოდში (რუს. Смутное время), მონასტერი პოლონელებმა გაანადგურეს. მაგრამ უკვე აღდგენის პროცესში, კომპლექსს რამდენიმე ეკლესია და სამრეკლო დაემატა. ამ სამრეკლოს საათები (1638 წ.) რუსეთში უძველესად მიიჩნევა.

გადის დრო და მონასტერი რელიგიურ მნიშვნელობას თანდათან კარგავს. ამ დროისთვის მას განსხვავებული სასულიერი პირების გადასასახლებელ ადგილად იყენებენ. მათ შორის იყო პატრიარქი ნიკონი. 1798 წელს, მონასტერი პავლე I-მა გააუქმა. კვლავ მონასტრად ის 1904 წელს აღდგა, მაგრამ 20 წლის შემდეგ, ის ბოლშევიკებმა დაკეტეს და უკვე 1975 წელს მუზეუმად გამოაცხადეს. 1991 წლიდან, მუზეუმი შედის ჩრდილოეთ რუსეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება