პალავრა

(გადამისამართდა გვერდიდან ფარანის ლავრა)

პალავრა, ხარიტონის ლავრა, ხარიტონწმიდა, ფარანის ლავრა (ებრ. מנזר פרן, არაბ. dir pharan) — ქრისტიანული მონასტერი ისრაელში. მდებარეობდა იერუსალიმის სამზრეთ-აღმოსავლეთით 10-12 კილომეტრზე. დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ ხარიტონ აღმსარებელმა იმ გამოქვაბულში, რომელშიც დატყვევებული იყო ავაზაკთა მიერ. მდებარეობს იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრში ნახალ-პრატის ხეობაში (არაბ. ვადი კელტ) იუდეის უდაბნოში.

პალავრა
პალავრა — ისრაელი
პალავრა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 31°50′44″ ჩ. გ. 35°24′42″ ა. გ. / 31.84556° ჩ. გ. 35.41167° ა. გ. / 31.84556; 35.41167
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ისტორია რედაქტირება

330-იან წლებში, ხარიტონ აღმსარებელმა დააარსა მონასტერი, რომელიც სულ მალე მოღვაწე მამებით აივსო. მონასტრის დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში წმინდა ხარიტონმა დატოვა იქაურობა და ხეობის სიღრმეში განმარტოვდა სადაც შემდგომში სუკიის ლავრა დაარსდა. მოგვიანებით მას შემდეგ რაც კიდევ სხვა მონასტერი - იერიქონის სავანე დააარსა და დაბრუნდა ფარანის ლავრაში სადაც მალევე აღესრულა.

მონასტერს აღმავლობის პერიოდი VI საუკუნეში მოუწია. IX საუკუნის დასაწყისში მონასტერი ბერებმა დატოვეს და დაცარიელდა.

X-XI საუკუნეებში აქ იყო ქართველთა მნიშვნელოვანი მწიგნობრულ-საგანმანათლებლო კერა, სადაც მოღვაწეობდნენ იოანე საფარელი, პავლე პალავრელი, გრიგოლ ხარიტონწმიდელი, სტეფანე პალავრელი და სხვა. პალავრაში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები თავადაც ამზადებდნენ საყურადღებო ნუსხებს და პალესტინის სხვა სავანეთა მკვიდრ თანამემამულეებსაც ავალებდნენ კრებულების გადაწერას.

XIX საუკუნის შუა წლებში, რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა ანტონინ კაპუსტინმა რამდენიმეჯერ სცადა, რათა ლავრა რუსეთის იურისდიქციის ქვეშ გადასულიყო, ეს მხოლოდ 1903 წელს ათონის რუსული ჯვართამაღლების მონასტრის იეროსქიმმონაზონმა პანტელეიმონმა შესძლო. 1997 წლიდან მონასტერში იმყოფება ერთი ბერი რომელმაც აღადგინა 6 წლიანი ომის შედეგად დანგრეული მონასტერი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება