ფაივ პოინტსი (ინგლ. Five Points ან The Five Points - ხუთი წერტილი), ყბადაღებული ღატაკთა უბანი, რომელიც მდებარეობდა ენთონის (ამჟ. უორზი), ორენჯის (ამჟ. ბაქსტერი), მალბერის (იგივე), კროსის (ამჟ. მოსკოს ქუჩა) და ლიტლ-უოტერისა (ამჟ. არ არსებობს) და საზოგადოებრივი პარკი "პერედაიზ სქუეარ"-ის გადაკვეთაზე, მანჰეტენზე, ნიუ-იორკი, აშშ. სახელი "ფაივ პოინტსი" მომდინარეობს ამ გადაკვეთის ხუთი კუთხიდან. ეს უბანი ზედმიწევნით არის აღწერილი ჰერბერტ ეშბერის 1928 წლის წიგნში "ნიუ-იორკის ბანდები" (The Gangs of New York). 1970-იან წლებში ამ წიგნმა რეჟისორი მარტინ სკორსეზე შთააგონა ფილმის გადაღება, რომელშიც მოქმედება პოინტსში მიმდინარეობს, რისი განხორციელება მან 2002 წელს შეძლო. ფილმი ამავე სახელწოდებით „Gangs of New York“ გამოვიდა.