უ ვანი (დ. უცნობია — გ. ძვ. წ. 1025) — ჩინეთის დინასტიის ჯოუს დამაარსებელი. ჯოუს ტომის ბელადის ვენ ვანის ვაჟიშვილი. ძვ. წ. 1027 წელს უ ვანმა მუესთან ბრძოლაში დაამარცხა ინის სამეფოს ჯარი, გააერთიანა ჩრდილოეთ ჩინეთის მრავალრიცხოვანი ტომები და ხალხები და ჯოუს სახელმწიფოს უმაღლესი გამგებელი გახდა. დაპყრობილი მიწების დიდი ნაწილი უ ვანმა ნათესავებსა და ახლობლებს საუფლისწულო მამულებად დაურიგა. ჩინეთის კონფუციურ ისტორიოგრაფიაში უ ვანი ბრძენ და კეთილისმოქმედ გამგებლად ითვლება.

უ ვანი
周武王
ჩინეთის ჯოუს დინასტიის მეფე
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 1025
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 1025
დინასტია: ჯოუს დინასტია

ლიტერატურა რედაქტირება