უშგულის ლამარია — IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.

უშგულის ლამარია

ლამარიას კომპლექსი

უშგულის ლამარია — საქართველო
უშგულის ლამარია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°18′28″ ჩ. გ. 43°01′50″ ა. გ. / 42.30778° ჩ. გ. 43.03056° ა. გ. / 42.30778; 43.03056
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა უშგულის თემი
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
თარიღდება IX-X საუკუნეები
დეტალები

ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.

ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის თემის დაპყრობის მსურველი თავადი — ფუთა დადეშქელიანი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება