უშაქი (თურქ. Uşak) — ქალაქი დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში, უშაქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, უშაქში მცხოვრებთა რაოდენობა აღწევს 187,886 ადამიანს. უშაქი 210 კილომეტრში (130 მილი) იზმირის პროვინციიდან. უშაქში არის ტრადიციულად ძალიან ნოყიერი მიწა. აქვს მერია და უშაქის მერი არის ნერულაჰ ჯაჰანი.

ქალაქი
უშაქი
თურქ. Uşak

უშაქი მთიდან
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია უშაქი
კოორდინატები 38°40′40″ ჩ. გ. 29°24′15″ ა. გ. / 38.67778° ჩ. გ. 29.40417° ა. გ. / 38.67778; 29.40417
მერი ნურულაჰ ჯაჰანი
ფართობი 1,309.01 კმ²
ცენტრის სიმაღლე 890 მეტრი
მოსახლეობა 187,886 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0428
საავტომობილო კოდი 64
ოფიციალური საიტი usak.bel.tr
უშაქი — თურქეთი
უშაქი

უშაქს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ბანაზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სივასლი, სამხრეთით — ულუბეი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — ეშმე. უშაქი ჩრდილოეთით ესაზღვრება ქუთაჰიის პროვინციას. არის საავტომობილო გზების კვანძი, მოქმედებს რკინიგზის სადგური. განვითარებულია კვების, საფეიქრო მრეწველობა, ტყავის და ხალიჩების წარმოება. ქალაქის მახლობლად მოიპოვება ლიგნიტი.

ხალიჩები რედაქტირება

უშაქში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში მზადდებოდა ხალიჩები, რომლებიც ძალიან ცნობილი იყო ოსმალეთის იმპერიაში და ზოგჯერ სულთნის სასახლისთვისაც კი ყიდულობდნენ. დღეს, XXI საუკუნეში, კვლავ ძველებურად ამზადებენ ხალიჩებს და არა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით. უშაქი კვლავ ითვლება თურქეთში ერთ-ერთ საუკეთესო ხალიჩების მწარმოებელ ქალაქად.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება