უფლისწულიუფლის (მეფე-უფლის, ან ფეოდალ-უფლის) — ვაჟიშვილის აღმნიშვნელი ტერმინი ანტიკურ და შუა საუკუნეების საქართველოში; მეფის ძე თანამედროვე ქართულში.

უფლისწულს ჰქონდა ცალკე სამფლობელო ყმა-მამული — „საუფლისწულო“ (მეფის ვაჟს — სამეფო დომენში, ფეოდალის ვაჟს — საფეოდალოში).

XV—XVIII საუკუნეებში ტერმინი „უფლისწული“ იშვიათად გვხვდება წყაროებში. ამ პერიოდში მეფის ვაჟს, ჩვეულებრივ, ბატონიშვილი ეწოდებოდა, თავადის ვაჟს — თავადიშვილი, აზნაურის ვაჟს — აზნაურიშვილი. მიუხედავად ამისა, ბატონიშვილის, თავადიშვილისა და აზნაურიშვილის ყმა-მამულიდან, მაინც ძველი სახელი — „საუფლისწულო“ შერჩა ამ პერიოდშიც. ქართული სამეფო-სამთავროების, აგრეთვე სათავადოების გაუქმების შემდეგ „უფლისწულისა“ და „საუფლისწულოს“ ინსტიტუტებმა არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929 (თხზ., ტ.7, თბ., 1984)