უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი

უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი (რუს. Уфимский государственный авиационный технический университет; ბაშკ. Өфө дәүләт авиация техник университеты) — უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. მდებარეობს უფაში, ბაშკირეთი, რუსეთი.

უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი
ბაშკ. Өфө дәүләт авиация техник университеты
დაფუძნდა 1932
ატარებს სახელს გრიგოლ ორჯონიკიძე
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი სერგეი ნოვიკოვი
პრეზიდენტი სალავატ კუსიმოვი
სტუდენტი 20 000[1]
მისამართი 450000, უფა, კარლ მარქსის ქ. 12
ქალაქი უფა
პროვინცია ბაშკირეთი,
ქვეყანა რუსეთი
www.ugatu.ac.ru

ისტორია რედაქტირება

უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული ფესვები XIX საუკუნეში იწყება. უნივერსიტეტის წინაპრად ითვლება ვარშავის პოლიტექნიკური ინსტიტუტი[2], რომელიც 1907 წელს გადაიტანეს ნოვოჩერკასკში.

უმაღლესი სასწავლებლის ისტორია კი ოფიციალურად 1932 წლიდან იწყება, როდესაც დაარსდა სერგო ორჯონიკიძის სახელობის რიბინსკის საავიაციო ინსტიტუტი. 1941 წლის შემოდგომაზე მოხდა რიბინსკის საავიაციო ინსტიტუტის ევაკუაცია უფაში და 1942 წელს ეწოდა სერგო ორჯონიკიძის სახელობის უფის საავიაციო ინსტიტუტი[3]. 1955 წელს რიბინსკის ინსტიტუტი კვლავ აღსდგა.

1982 წელს კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებისა და სამეცნიერო კვლევის განვითარების საქმეში დამსახურებებისათვის უფის საავიაციო ინსტიტუტი დააჯილდოეს ლენინის ორდენით[4]. 1992 წელს კი ინსტიტუტს მიენიჭა ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი[5].

2011 წელს ეწოდა პროფესიული უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი[6], ხოლო 2016 წელს კი ეწოდა თანამედროვე სახელი, უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება უფის სახელმწიფო საავიაციო ტექნიკური უნივერსიტეტი[7].

რექტორები რედაქტირება

  1. 1932—1933 — ს. ფრეისმანი
  2. 1933—1935 — ნ. დუშინოვი
  3. 1935—1936 — ზ. გორდინსკი
  4. 1936—1939 — ვლადიმირ გოგოსოვი
  5. 1939—1942 — ივან ემელინი
  6. 1942—1944 — ალექსანდრ გუსაროვი
  7. 1944—1961 — ივან ემელინი (მეორედ)
  8. 1961—1992 — რიფატ მავიუტოვი
  9. 1992—2003 — სალავატ კუსიმოვი
  10. 2003—2014 — მურატ გუზაიროვი
  11. 2014—2015 — ალექსანდრ დეგტიარიოვი (მ/შ)
  12. 2015—დან — ნიკოლაი კრიონი[8]

სტრუქტურა რედაქტირება

 

ფაკულტეტები და ინსტიტუტები რედაქტირება

  • საავიაციო ძრავების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ფაკულტეტი
  • ავიონიკის ენერგეტიკისა და კომუნიკაციის ფაკულტეტი
  • ინფორმატიკისა და რობოტექნოლოგიების ფაკულტეტი
  • საავიაციო ტექნოლოგიური სისტემების ინსტიტუტი
  • ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტი
  • ზოგადი სამეცნიერო ფაკულტეტი
  • საგანგებ სიტუაციებში დაცვის ფაკულტეტი
  • სამხედრო-ტექნიკური განათლების ფაკულტეტი
  • საღამოს ფაკულტეტი

ფილიალები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. УГАТУ
  2. Крылья для творчества დაარქივებული 2018-07-08 საიტზე Wayback Machine. // Газета «Республика Башкортостан», № 223
  3. Приказ Народного комиссара авиационной промышленности СССР от 10 октября 1942 года № 403
  4. Указ Президиума Верховного Совета СССР от 30 июня 1982 г. № 7436-Х
  5. Приказ министра науки, высшей школы и технической политики Российской Федерации от 24 декабря 1992 года № 1133
  6. Приказ Министерства образования и науки Российской Федерации от 3 мая 2011 г. № 1578
  7. Приказ Министерства образования и науки Российской Федерации О федеральном государственном бюджетном учреждении высшего профессионального образования "Уфимский государственный авиационный технический университет" от 18 марта 2016 г. № 229. ugatu.su. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 2017-02-28.
  8. В УГАТУ избрали нового ректора