უტოპიური სოციალიზმი

კომუნიზმი
ძირითადი ცნებები

კოლექტივიზი ანტიკაპიტალიზმი ანტიიმპერიალიზმი მუშათა თვითმმართველობა პირდაპირი დემოკრატია კლასობრივი ბრძოლა მსოფლიო რევოლუცია პროლეტარიატის დიქტატურა გეგმიური ეკონომიკა პროლეტარული ინტერნაციონალიზმი

ცნობილი მოღვაწეები

ტომას მორი ტომაზო კამპანელა გრაკხ ბაბეფი რობერტ ოუენი ვილჰელმ ვაიტლინგი ალექსანდრე გერცენი კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსი ელიზე რეკლიუ პეტრე კროპოტკინი ერიკო მალატესტა როზა ლუქსემბურგი კლარა ცეტკინი ვლადიმერ ლენინი ალექსანდრ ბერკმანი ემა გოლდმანი ბარტოლომეო ვანცეტი ლევ ტროცკი ნესტორ მახნო ალექსანდრა კოლონტაი ანტონიო გრამში იოსებ სტალინი ბუენავენტურა დურუტი ანტონ პანეკუკი ხო ში მინი მაო ძედუნი იოსიპ ბროზ ტიტო ალბერ კამიუ ჰერბერტ მარკუზე ჟან-პოლ სარტრი ენვერ ხოჯა სიმონ დე ბოვუარი ჩე გევარა პიერ პაოლო პაზოლინი კიმ ირ სენი კორნელიუს კასტორიადისი გი დებორი მიურეი ბუკჩინი ფიდელ კასტრო სუბკომანდანტე მარკოსი

მოქმედი კომუნისტური პარტიები და მოძრაობები

კომუნისტური პარტიები

მიმდინარეობები

უტოპიური სოციალიზმი მარქსიზმი ევროკომუნიზმი ანარქო-კომუნიზმი ქრისტიანული სამხედრო პირველყოფილი


უტოპიური სოციალიზმი — ტერმინი ისტორიულ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში, რომელიც გამოიყენება საზოგადოების სოციალუსტური გარდაქმნების შესახებ მარქსამდელი მოძღვრების აღსანიშნავად. უტოპიური სოციალიზმი წარმოიშვა XVI საუკუნეში კაპიტალისტური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. მისი ფუძემდებელია ტომას მორი, რომლის თხზულების („უტოპია“, 1516) სახელწოდებიდან მომდინარეობს თვით ცნება. უტოპიური სოციალიზმის თავისებური ნაირსახეობა შექმნა ტომაზო კამპანელამ. იგი შემდგომ განვითარდა XVII-XVIII სს-ში ჯ. უინსტენლის, ჟ. მელიას, მორელის, გ. მაბლის, გ. ბაბაფის კომუნისტურ თეორიებში, განსაკუთრებით XIX საუკუნეში ანრი სენ-სიმონის, შარლ ფურიესა და რობერტ ოუენის სოციალისტურ-უტოპიურ სისტემებში, რომლებიც წინ უსწრებენ მარქსიზმს.

მე-19 საუკუნეში კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი მკაფიოდ გაემიჯნენ სოციალისტურ-უტოპიურ მოძღვრებას და ჩამოაყალიბეს ახალი – მეცნიერული სოციალიზმი. თავიანთი წინამორბედების – უტოპიური სოციალისტების იდეებს, რომლებიც საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდნენ გონიერებასა და განათლებაზე, როგორც სოციალიზმის მშენებლობის ძირითად ინსტრუმენტზე, ისინი უპირისპირებდნენ კლასობრივი ბრძოლისა და საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნის აუცილებლობის იდეას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
  • იაკაშვილი, პ., ეროვნული იდეა: კრებული/[რედ.: ქეთევან მაჩხანელი]. - თბ., 2003. - 742გვ.
  • ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.