უტიქი (სომხ. Ուտիք) — ისტორიული პროვინცია, რომელიც ეკუთვნოდა დიდ სომხეთს და მდებარეობდა კავკასიის ალბანეთის რეგიონში. 387 წელს იგი გადავიდა სასანიანთა იმპერიის ხელში. უტიქის პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი არის სომხეთში, ტავუშის პროვინციაში.

უტიქის პროვინცია 150 წელს, დიდი სომხეთის შემადგენლობაში

ისტორიული წყაროების მიხედვით, უტიქელი ხალხი ძირითადად სომხური წარმოშობისანი იყვნენ და საუბრობდნენ სომხურ ენაზე.[1] უტიქის პროვინცია იყო ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული პროვინცია დიდი სომხეთის ტერიტორიაზე.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Movses Khorenatsi, "History of Armenia," II.13, II.8
  2. Agathangelos, History of St. Gregory