ურცი (ლათ. Ziziphora) — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახებია. მათი წვრილი ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედებად.

ურცი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  ურცი
ლათინური სახელი
Ziziphora

30-მდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. საქართველოში გვხვდება 7 სახეობა, მათგან 3 საქართველოს ენდემია: Ziziphora woronowii იზრდება აფხაზეთში, ალპურ სარტყელში, კირქვიანებზე; Ziziphora subnivalis — სამხრეთ ოსეთში, ალპური სარტყლის ქვიან ჩამონაზვავებზე; Ziziphora stenophylla — ქიზიყში (შირაქი), მთის ქვედა სარტყელში მშრალ ფერდობებზე. ამ გვარის თითქმის ყველა სახეობა ეთერზეთოვანი მცენარეა.

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ურცი&oldid=3684254“-დან