ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი (დ. 8 ოქტომბერი, 1958, იქსელი, ბრიუსელი (რეგიონი), ბელგია) — გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრი (2009-2013), გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრი (2013-2019).

ურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ნოემბერი, 2019
წინამორბედიჟან-კლოდ იუნკერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 2013 – 17 ივლისი, 2019
პრეზიდენტიიოახიმ გაუკი
პრემიერ-მინისტრიანგელა მერკელი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
მემკვიდრეანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ოქტომბერი, 2009 – 17 დეკემბერი, 2013
პრეზიდენტიკრისტიან ვულფი
იოახიმ გაუკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 2005 – 30 ნოემბერი, 2009
პრეზიდენტიჰორსტ კელერი

დაბადებული8 ოქტომბერი, 1958 (1958-10-08) (65 წლის)
იქსელი, ბრიუსელი (რეგიონი), ბელგია
ეროვნებაგერმანიის დროშა გერმანია
პოლიტიკური პარტიაგერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი
პროფესიაექიმი

2019 წლის 16 ივლისს დაინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტად. თანამდებობას დაიკავებს 2019 წლის ნოემბერში. იგი პირველი ქალი პრეზიდენტია ევროკომისიის ისტორიაში.

პოლიტიკა რედაქტირება

ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის ქრისტინ-დემოკრატიულ პარტიას 1990 წელს შეუერთდა. 2003 წელს არჩეულ იქნა ქვედა საქსონიის პარლამენტის წევრად. 2003–2005 წლებში იყო მინისტრთა კაბინეტის წევრი ქვემო საქსონიის მიწის მთავრობაში სოციალური საკითხების, ქალების, ოჯახისა და ჯანმრთელობის საქმეთა მიმართულებით. 2005 წელს დანიშნეს ოჯახის, მოხუცები მოქალაქეების, ქალებისა და ახალგაზრდების საქმეთა ფედერალურ მინისტრად, ანგელა მერკელის კაბინეტში.

2009 წელს შერჩეულ იქნა ბუნდესტაგში ფედერალური არჩევნების შედეგად. ამავე წლის 30 ნოემბერს შრომისა და სოციალურ საქმეთა ფედერალური მინისტრის თანამდებობაზე ჩაანაცვლა ფრანც იოსეფ იუნგი.

ოჯახი რედაქტირება

ურსულა ფონ დერ ლაიენის მეუღლეა ჰაიკო ფონ დერ ლაიენი, მედიცინის პროფესორი, ბიზნესის განვითარების კომპანიის დირექტორი. ის წარმოშობით უძველესი ლეიენის (ლაიენის) არისტოკრატიული გვარიდანაა. მათ ჰყავთ შვიდი შვილი.

ნაშრომები რედაქტირება

  • Ursula von der Leyen, C-reaktives Protein als diagnostischer Parameter zur Erfassung eines Amnioninfektionssyndroms bei vorzeitigem Blasensprung und therapeutischem Entspannungsbad in der Geburtsvorbereitung, Dissertation, Hanover Medical School, 1990[1]
  • Herausgeberin: Füreinander da sein, miteinander handeln. Warum die Generationen sich gegenseitig brauchen. Herder, Freiburg im Breisgau u. a. 2007, ISBN 978-3-451-05874-5.
  • Ursula von der Leyen, Maria von Welser, Wir müssen unser Land für die Frauen verändern. Bertelsmann, Munich, 2007, ISBN 978-3-570-00959-8
  • Ursula von der Leyen, Liz Mohn, Familie gewinnt. Bertelsmann Foundation, 2007, ISBN 978-3-89204-927-2
  • Herausgeberin mit Vladimir Spidla: Voneinander lernen — miteinander handeln. Aufgaben und Perspektiven der Europäischen Allianz für Familien. Nomos, Baden-Baden 2009, ISBN 978-3-8329-3650-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. DNB, Session abgelaufen de. Portal.d-nb.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 1 December 2011.