ურთხლისებრნი, უთხოვარისებრნი (ლათ. Taxaceae) — შიშველთესლოვან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე, მეტწილად ორსახლიანი ხეები და ბუჩქებია. მიკროსტრობილები (მამრობითი გირჩები) ფოთლის უბეშია, მარტოულია ან შეკრებილია მჭადა ყვავილედად; მეგასტრობილები — ძალზე რედუცირებულია (გირჩის ფორმა არ აქვს) და ცალკეული თესლკვირტები ყლორტის ბოლოში სხედან. მწვანე თესლს გარს ეკვრის არილუსი.

ურთხლისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
ოჯახი:  ურთხლისებრნი
ლათინური სახელი
Taxaceae

ოჯახში 20-მდე სახეობაა, რომლებიც თავმოყრილია 5 გვარში, მათგან საქართველოში გვხვდება 2 გვარი — ურთხელი და ტორეია (ლათ. Torreya).

ლიტერატურა რედაქტირება