უოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი“ (ინგლ. Watford Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი უოტფორდში, ჰერტფორდშირი. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში. დაარსდა 1881 წელს, როგორც „უოტფორდ როვერსი“. ასოციაციის თასის გათამაშებაში პირველად მონაწილეობა მიიღო 1886 წელს, მოგვიანებით შეუერთდა სამხრეთის ლიგას. 1914-15 წლების სეზონში სამხრეთის ლიგის ჩემპიონობის შემდეგ, 1920 წელს ჰარი კენტის ხელმძღვანელობით შეუერთდა საფეხბურთო ლიგას. კლუბმა შეიცვალა მრავალი სტადიონი, 1992 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ „ვიკარიჯ როუდზე“.[1] „უოტფორდმა“ არსებობის დიდი ნაწილი გაატარა ქვედა ლიგებში, მრავალჯერ შეიცვალა კლუბის ფერები და ფორმა.

უოტფორდი
სრული სახელი Watford Football Club
მეტსახელი ონავრები (ინგლ. The Hornets, ყვითელი არმია (ინგლ. Yellow Army), ოქროს ბიჭები (ინგლ. The Golden Boys)
დაარსდა 1881; 143 წლის წინ (1881)
სტადიონი ვიკარიჯ როუდი
უოტფორდი, ინგლისი
(ტევადობა: 21,438 მაყურებელი)
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ჩისკო მუნიოსი
კაპიტანი ინგლისის დროშა ტროი დინი
ლიგა პრემიერლიგა
2019-20 მე-19 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

გრეჰემ ტეილორის მწვრთნელობის დროს, რომელიც მომავალში წვრთიდა არაერთ ინგლისურ კლუბს და ასევე ინგლისის ეროვნულ ნაკრებს, კლუბმა დაიპყრო ახალი მწვერვალები. 1977-1987 წლებში „უოტფორდი“ დონით მეოთხე დივიზიონიდან უმაღლეს ლიგაში აღზევდა. 1982-83 წლების სეზონი „უოტფორდმა“ მე-2 ადგილზე დაასრულა და მოიპოვა უეფა-ს თასის 1983-84 წლების გათამაშებაში ასპარეზობის უფლება. ამავე სეზონში ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში.[2] ტეილორის წასვლის შემდეგ მომავალი 10 წლის მანძილზე კლუბი ისევ დაქვეითდა. 1996 წელს დაბრუნდა კლუბში და დონით მესამე ჩემპიონატიდან 1999-00 წლების სეზონში „უოტფორდი“ პრემიერლიგაში დააბრუნა. იმავე სეზონში ბოლო ადგილის დაკავების შემდეგ კლუბი ისევ დაქვეითდა. 2006-07 წლების სეზონში ეიდი ბუტროიდის თავკაცობით „უოტფორდი“ კიდევ ერთხელ აღზევდა უმაღლეს დივიზიონში,[3] მაგრამ ისევ ბოლო ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

8 წლის შემდეგ, 2015-16 წლების სეზონში „უოტფორდი“ დაბრუნდა პერმიერლიგაში.[4]

კლუბი ეკუთვნის პოცოების ოჯახს, რომელიც ასევე ფლობს იტალიურ „უდინეზეს“.[5] ასევე წარსულში ფლობდა ესპანურ „გრანადას“.[6] 2008 წლამდე, კლუბის საპატიო ცხოვრების პრეზიდენტი იყო ელტონ ჯონი.[7] მოგვიანებით ისევ დაიკავა იგივე პოსტი, ამჯერად გრეჰემ ტეილორთან ერთად, რაც ტეილორის სიკვდილამდე გრძელდებოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. History of Watford FC – Grounds. Watford Football Club (9 სექტემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი, 2009. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2009.
  2. Classic Cup Finals: 1984. The Football Association. ციტირების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2009.
  3. Whitbread, Joe (30 November 2011) "Boothroyd takes over at Cobblers". Watford Observer. Retrieved 21 აპრილი, 2012.
  4. Watford promoted to Premier League. BBC Sport (25 აპრილი, 2015). ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2015.
  5. „Udinese's Pozzo family complete Watford takeover“. BBC Sport. 29 ივნისი, 2012. ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Watford owner Gino Pozzo to sell Granada to Chinese firm Link International Sports“. Watford Observer. 25 მაისი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. „Elton John quits Watford FC role“. Watford Observer. 6 ნოემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)