სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უნივერსიტეტი (მრავალმნიშვნელოვანი).

უნივერსიტეტი — უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულება, სადაც კურსდამთავრებულებს აკადემიური ხარისხი ენიჭება. საფუძვლად უდევს ლათინური სიტყვა universitas, რაც კორპორაციას ნიშნავს (ვინაიდან თავდაპირველად შუა საუკუნეებში უნივერსიტეტები მხოლოდ მეცნიერ-მასწავლებელთა გაერთიანება იყო).

ხარისხის მიღების ცერემონიალი ოქსფორდის უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბოლონიის უნივერსიტეტის ძველი შენობები
დოქტორების შეხვედრა პარიზის უნივერსიტეტში, შუა საუკუნეების მანუსკრიპტი

ისტორია რედაქტირება

ამ განსაზღვრების გამო მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტები ევროპაში იყო, ვინაიდან აკადემიური ხარისხის გაცემა არ იყო მიღებული აზიისა და აფრიკის უძველეს სასწავლო დაწესებულებებში. მიუხედავად ამისა, უმაღლესი სასწავლებლები გაცილებით ადრეც არსებობდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, ეგვიპტე და ინდოეთი.

აკადემია დაფუძნებული ძვ. წ. 387 წელს ბერძენი ფილოსოფოსი პლატონის მიერ აკადემოსში ათენთან ახლოს ასწავლიდა სტუდენტებს ფილოსოფიას, მათემატიკას და ტანვარჯიშს და მიიჩნევა თანამედროვე ევროპული უნივერსიტეტების წინაპრად. სხვა ბერძნული ქალაქები მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტებით იყვნენ: კოსი (ჰიპოკრატეს სამშობლო), რომელსაც სამადიცინო სკოლა ჰქონდა და როდოსი, სადაც ფილოსოფიური სკოლები არსებობდა. განთქმული კლასიკური უნივერსიტეტი იყო ალექსანდრიის მუზეუმი და ბიბლიოთეკა.

პლატონიდან დაახლოებით ათას წელიწადში თანამედროვე უნივერსიტეტების მსგავსი დაწესებულებები გაჩნდა სპარსეთში და ისლამურ სამყაროში, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდიშაფურის აკადემია და უფრო გვიანდელი ალ-აზჰარის უნივერსიტეტი კაიროში.

ევროპამდე მრავალი საუკუნით ადრე აზიაში არსებობდა რამდენიმე სასწავლო დაწესებულება, რომელიც მიემსგავსებოდა დასავლური ტიპის უნივერსიტეტებს. მაგ. ადრეულ ჩინურ სახელმწიფოში სახელმწიფო სამსახურისთვის მოხელეები შესარჩევ გამოცდებს აბარებდნენ იმპერიული საგამოცდო და განათლების სისტემის სტანდარტების მიხედვით, რომელიც ჰანის დინასტიის დროს იქნა შემოღებული (ძვ. წ. 206 – 220).

უძველესი ქალაქები ნალანდა, ვიკრამასილა, კანჩიპურა და ტაკშასილა აღმოსავლეთში განთქმული სასწავლო ცენტრების წარმოადგენდნენ და აქ სტუდენტები მთელი აზიიდან ჩამოდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ ნალანდა ბუდისტური განათლების უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო, სადაც სწავლობდნენ ბუდისტები ჩინეთიდან, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან.

კაროლინგების პერიოდში, შარლემანი აყალიბებს შემდგომში სახელგანთქმულ აკადემიას არისტოკრათა შვილების განათლებისათვის, რათა ხელი შეწყობოდა იმპერიისთვის საჭირო პროფესიონალთა მომზადებას. ეს საჭიროება XI საუკუნეში უნივერსიტეტის აღმასვლის წინაპირობა გახდა.

შუასაუკუნეების ევროპის პირველი უნივერსიტეტი იყო მანგანის უნივერსიტეტი კონსტანტინოპოლში (ამჟ. სტამბოლი, თურქეთი), დაფუძნებული 849 წელს, შემდეგ მას მოჰქყვა ბოლონიის უნივერსიტეტი ბოლონიაში, იტალია, და პარიზის უნივერსიტეტი პარიზში, საფრანგეთი. შუასაუკუნეების უნივერსიტეტთა უმრავლესობა კათოლიკური ეკლესიის კათედრალური სკოლების მფარველობით იქმნებოდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტებისა და კათედრალური სკოლების გაჩენა ადრეულ მონასტერთა მიერ სწავლებისადმი ინტერესის წახალისების შედეგი იყო.

ევროპაში ახალგაზრდა მამაკაცები უნივერსიტეტში შედიოდნენ ტრივიუმისა და ქუადრივიუმის შესწავლის დასრულების შემდეგ. ტრივიუმი წარმოადგენდა მოსამზადებელ კლასს გრამატიკაში, რიტორიკაში და ლოგიკაში, ხოლო კვადრივიუმი — არითმეტიკაში, გეომეტრიაში, მუსიკასა და ასტრონომიაში.

უნივერსიტეტები, როგორც წესი ყალიბდებოდა ჩარტერის მიღების შედეგად. მაგ. ბრიტანეთში უნივერსიტეტი ყალიბდება საპარლამენტო აქტისა ან სამეფო ჩარტერის საფუძველზე. ორივე შემთხვევაში საჭიროა უზენასი საკონსულოს თანხმობა და მხოლოდ მის წევრებს შეუძლიათ რაიმე სახის ხარისხის მინიჭება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: