უკრაინული ვიკიპედია

ვიკიპედიის განყოფილება უკრაინულ ენაზე

უკრაინული ვიკიპედია (უკრ. Українська Вікіпедія) — ვიკიპედიის განყოფილება უკრაინულ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. სტატიების რაოდენობით იმყოფება მე-14 ადგილზე. მუშაობა დაიწყო 2004 წლის 26 იანვარს. პირველი სტატია დაიწერა 2004 წლის 30 იანვარს. ვიკიმედიის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით უკრაინულ ვიკიპედიაში 28,4 მლნ. არის ნანახი სხვადასხვა გვერდი. დარეგისტრირებულ მომხარებელთა რიცხვი აღწევს 134 499 ადამიანს.

ვიკიპედიის ნიშანი უკრაინული ვიკიპედია
Українська Вікіпедія
განყოფილების ლოგო
მისამართი: uk.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: უკრაინული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2004 წლის 26 იანვარი
სტატიების რაოდენობა: 1 316 698
გვერდების რაოდენობა: 4 634 373
რედაქტირებების რაოდენობა: 42 121 867
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 741 512
აქტიური მომხმარებელი: 3 689
ადმინისტრატორი: 50
სიღრმე: 57.7

2005 წლის 1 ოქტომბრის მიხედვით მასში არსებობდა 20 ათასი სტატია, ხოლო 2007 წლის იანვრისთვის სტატიების რაოდენობა გაიზარდა 50 ათასამდე. 2008 წლის 28 მარტს უკრაინული ვიკიპედია მოიცავდა 100 ათასს სტატიას. ამჟამად უკრაინულ ვიკიპედიაში არის 24 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხარებელთა რიცხვი აღწევს 2000 ათასს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
უკრაინულ ენაზე
Українська Вікіпедія