უკრაინის სახელმწიფო გერბი (უკრ. Державний Герб України) — უკრაინის დროშასთან, ჰიმნთან და კონსტიტუციასთან ერთად, უკრაინის სახელმწიფო სიმბოლო. არსებობს დიდი და მცირე სახელმწიფო გერბების სახით, თუმცა ამჟამად იხმარება მხოლოდ მცირე გერბი, რომელიც შემოღებულია 1992 წლის 19 თებერვალს. დიდი სახელმწიფო გერბი მხოლოდ კანონპროექტის სახით არსებობს.

უკრაინის გერბი
დეტალები

უკრაინის გერბი იმეორებს დროშის ფერებს: ლურჯ ფონზე ყვითლად არის გამოსახული უკრაინაში მცხოვრები ძველი სლავური ტომების, შემდეგ კი კიევის დიდი მთავრების სიმბოლო - სამკაპი (უკრ. тризуб)[1].

უფრო გვიანდელ პერიოდებში იგი ფიგურირებდა დასავლეთ-უკრაინულ და კაზაკურ სიმბოლიკაში.

ეროვნული სიმბოლოს როლი მიენიჭა 1917 წელს, უკრაინელი ისტორიკოსის მიხაილო ჰრუშევსკის შემოთავაზებით.



  1. თუმცა უკრაინული სიტყვა „тризуб“ არ არის ცივი იარაღის - სამკაპის შესატყვისი . სამკაპის შესატყვისი სიტყვაა „трезубец“ (ქართულად უფრო სწორია სამკბილა). სიმბოლოს ზუსტი მეცნიერული ახსნა დღემდე არ არსებობს.