უკან მომავალში III“ (ინგლ. Back to the Future Part III) — რეჟისორ რობერტ ზემეკისის სამეცნიერო ფანტასტიკური კომედიური ტრილოგიის „უკან მომავალში“ რიგით მესამე და უკანასკნელი ფილმი, რომელშიც მოთხრობილია მარტი მაკფლაის წარსულსა და მომავალში მოგზაურობის ამბავი. ფილმი გამოვიდა 1990 წლის 25 მაისს. სცენარის ავტორი არის ბობ გეილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მაიკლ ჯეი ფოქსი (მარტი მაკფლაი) და კრისტოფერ ლოიდი (გამომგონებელი ემეტ ბრაუნი).

„უკან მომავალში III“
ჟანრი კომედიური სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი
რეჟისორი რობერტ ზემეკისი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი ბობ გეილი
როლებში
მუსიკა ალან სილვესტრი
ოპერატორი დინ კანდი
მონტაჟი ჰარი კერამიდასი, ართურ შმიდტი
სტუდია
დისტრიბუტორი Universal Pictures[1]
გამოსვლის თარიღი
  • 25 მაისი, 1990 (1990-05-25)
ხანგრძლივობა 119 წთ.[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 244.5 მილიონი აშშ დოლარი[3]

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

დოკის გაქრობიდან რამდენიმე წუთში მარტი მაკფლაი იღებს წერილს 1885 წლიდან, სადაც ემეტ ბრაუნი წერს რომ იმყოფება ველურ დასავლეთში და მუშაობს მჭედლად. იგი სთხოვს მარტის, ნუ ეცდება მასთან შეხვედრას, არამედ აღადგინოს დროის მანქანა და დაბრუნდეს 1985-ში. მარტი მიდის ემეტ ბრაუნთან 1955-დან. 1955 წლის დოკი ეხმარება მარტის დელორეინის შეკეთებაში (რომელიც 1855 წლის დოკმა 70 წლით დატოვა ახლომდებარე მაღაროში). მაგრამ იქვე, სასაფლაოზე, დოკი და მარტი აგრეთვე პოულობენ ემეტ ბრაუნის საფლავს, რომელიც მოლა 1885 წლის 7 სექტემბერს ბიფის დიდმა ბაბუამ, ბანდიტმა ბუფორდ ტენენმა, ზედმეტსახელად „შეშლილი ძაღლი“. მარტი მიდის 1885-ში მეგობრის გადასარჩენად.

მარტი აფრთხილებს დოკს და ისინი გადაწყვეტენ მომავალში დაბრუნებას, მაგრამ აღმოჩნდება, რომ არ აქვთ ბენზინი, XIX საუკუნეში კი მისი შოვნა შეუძლებელია. დოკი გადაწყვეტს, მანქანა ორთქმავლის დახმარებით დაძრას. რკინიგზის დათვალიერებისას დოკი გადაარჩენს მასწავლებელს კლარა კლეიტონს, რომელიც უყვარდება.

საღამოს ისინი მიდიან დღესასწაულზე, სადაც გადაეყრებიან ბუფორდ ტენენის ბანდას, რომელიც იწვევს მარტის დუელში. მეორე დღეს მარტი ამჩნევს რომ საფლავის ქვიდან, რომლის სურათი მან 1955-დან ჩამოიტანა, გაქრა ემეტ ბრაუნის სახელი. დოკი ეუბნება, რომ ქვაზე შეიძლება გაჩნდეს მისი სახელი, რადგან როცა მარტი დათანხმდა დუელზე, ამით ისტორია შეცვალა. დოკი აპირებს მომავალში დაბრუნებას და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულ კლარას უამბობს სიმართლეს საკუთარ თავზე. კლარა არ იჯერებს და ჰგონია, რომ დოკს უბრალოდ სხვა საყვარელი ჰყავს.

დუელის დღეს ტენენი მიდის ბართან, სადაც იმყოფებიან და უყვირის მარტის, რომ გამოვიდეს. დოკი და მარტი აპირებენ გაპარვას, მაგრამ ტენენი ამჩნევს მათ და ესვრის. დოკი აღმოჩნდება ბანდის ხელში. ბუფორდი მოითხოვს მარტის გამოჩენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება დოკის მოკვლით. მარტი ხედავს ლითონის ღუმელის კარს და იმაგრებს მკერდზე. გარეთ გასული იგი ძირს აგდებს იარაღს, ტენენი ესვრის მას და იგი ვარდება, მაგრამ როდესაც ბანდიტი მიდის ახლოს, მარტი მოულოდნელად ცოცხლდება და აგდებინებს იარაღს. ამ დროს ტენენს პოლიცია ბანკის გაძარცვისთვის აკავებს.

მარტი და დოკი მატარებლით ცდილობენ „დელორეინის“ საათში 88 მილით აჩქარებას. მოულოდნელად ისინი ხედავენ კლარას, რომელმაც შეიტყო მათი ამბავი და გზად დაედევნა. მატარებელში მყოფ დოკს არ ესმის კლარას ხმა, მაგრამ საბოლოოდ დაინახავს, როდესაც კლეიტონი მატარებელზე ეკიდება და ეს-ესაა უნდა გადმოვარდეს. დოკი იძულებულია მარტის გამოგზავნილი მფრინავი დაფით მის გადასარჩენად უკან დაბრუნდეს. მარტი ბრუნდება 1985 წელს მარტო, ბრაუნი კი რჩება 1885-ში. დროის მანქანა ჩნდება რკინიგზის რელსებზე და მას ეჯახება და ანადგურებს მატარებელი, თუმცა მარტი ასწრებს მანქანის დატოვებას. მარტი ხვდება ჯენიფერს, რომელიც უამბობს მას, რომ ნახა სიზმარი მომავლის შესახებ. მარტი უარს ამბობს ნიდლზთან რბოლაში მონაწილეობაზე, რის შედეგადაც მომავლიდან ჩამოტანილი წერილი გზავნილით „You’re fired“ (განთავისუფლებული ხარ) ქრება.

მარტი და ჯენიფერი მიდიან რკინიგზაზე, სადაც ჯერ კიდევ ყრია მანქანის ნარჩენები. მოულოდნელად დროის ორთქმავლით ჩნდება დოკი კლარასთან და შვილებთან ერთად. ჯენიფერი ეკითხება მას თუ რატომ გაქრა გზავნილი მომავლიდან ჩამოტანილ წერილზე. დოკი პასუხობს: „მომავალი წინასწარ დაწერილი არ არის, იგი იქნება ისეთი, როგორსაც თქვენ შექმნით“.

ბრაუნი კვლავ მიემგზავრება დროში სამოგზაუროდ.

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Back to the Future Part III. AFI Catalog of Feature Films. ციტირების თარიღი: July 9, 2017.
  2. BACK TO THE FUTURE PART III (PG). British Board of Film Classification (June 4, 1990). ციტირების თარიღი: June 21, 2015.
  3. 3.0 3.1 Back to the Future III (1990). ციტირების თარიღი: December 31, 2016.