უისკონსინი (ინგლ. Wisconsin) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ინდიელთა ენაზე „ბალახიან ადგილს“ ნიშნავს. ადმინისტრაციული ცენტრია მედისონი, ყველაზე დიდი ქალაქი კი მილუოკი. მოსახლეობის 68%-ზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს.

უისკონსინი
flag of Wisconsin Seal of Wisconsin
მეტსახელი: The Badger State და America's Dairyland
დევიზი: Forward
დედაქალაქი მედისონი
ოფიციალური ენა
გუბერნატორი Tony Evers
საკანონმდებლო ორგანო Wisconsin Legislature
ფართობი 169 640 კმ²
მოსახლეობა 5 893 718[1] კაცი
უმაღლესი წერტილი Timms Hill
უდაბლესი წერტილი მიჩიგანი
შტატი გახდა 29 მაისი, 1848
სასაათო სარტყელი UTC−6, ცენტრალური სარტყლის დრო და ამერიკა/ჩიკაგო
საფოსტო აბრევიატურა WI და Wis.
მოსაზღვრე რეგიონები მიჩიგანი, მინესოტა, ილინოისი, აიოვა და ონტარიო
ადმინისტრაციული დაყოფა
საიტი wisconsin.gov

ზოგადი ცნობები რედაქტირება

  • ფართობი – 169 ათასი კმ².
  • მოსახლეობა (2019)- 5 822 434 (თეთრი 92,2 %, აფროამერიკელი 5 %, ლათინურამერიკელი 1,9 %).
  • ქალაქის მოსახლეობა - 64,2 %.
  • ქალაქებიმედისონი (დედაქალაქი), 223 ათასი, მილუოკი, 590 ათასი, გრინ-ბეი, 102 ათასი.
  • ცნობილი ადამიანები – ედნა ფერბერი, ჰარი გუდინი, სპენსერ ტრეისი.

გეოგრაფია რედაქტირება

უისკონსინს უჭირავს მიჩიგანისა და ზემო ტბების შორის მდებარე ვაკე. ჩრდილოეთით ეწერი ნიადაგია, სამხრეთით ტყის ყომრალი. ტერიტორიია 40% უჭირავს წიწვოვან და ფართოფოთლოვან ტყეებს, მნიშვნელოვანი ნაწილი სათიბ-საძოვრებს.

ისტორია რედაქტირება

1634 წელს გამოიკვლია ჟან ნიკოლმა, 1670 – შეიქმნა როგორც ახალი საფრანგეთის ნაწილი. 1763 - ფრანგებმა დაუთმეს ინგლისელებს. 1783 – აშშ-ს ტერიტორია. 1848-დან აშშ-ს შტატია. მოსახლეობის 68%-ზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს.

ეკონომიკა რედაქტირება

უისკონსინი სამრეწველო აგრარული შტატია. იღებენ თუთიის მადანს. არის ელექტროსადგურები, განვითარებულია ლითონდამუშავება და მანქანათმშენებლობა, მეცხოველეობა, დიდ ტბებზე — ნაოსნობა.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება