უილი ლეო (გერმ. Willy Leow; დ. 25 იანვარი, 1887, ბრანდენბურგი, გერმანიის იმპერია — გ. 3 ოქტომბერი, 1937, მოსკოვი, სსრკ) — გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანული კომინუსტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ერნსტ ტელმანის მომხრე. გერმანიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი 1928 წლიდან, რაიხსტაგის დეპუტატი 1928–1933 წლებში. 1934 წლიდან იყო ემიგრაციაში საბჭოთა კავშირში. 1937 წლის 3 ოქტომბერს ბრალი დასდეს „ანტისაბჭოთა ტროცკისტულ-ნაცისტურ ტერორისტულ ორგანიზაციაში“ მონაწილეობაში, უმაღლესმა სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1988 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია.[1]

ერნსტ ტელმანი (მარცხნივ) და უილი ლეო

სქოლიო რედაქტირება