უზბეკეთი იყოფა 12 ოლქად (viloyatlar, მხოლობითში - viloyat ვილაიეთი), 1 ავტონომიურ რესპუბლიკად და 1 დამოუკიდებელ ქალაქად. ეს რეგიონები ჩამოთვლილია ქვემოთ. რეგიონები თავის მხრივ იყოფა 160 რაიონად (tumanlari, მხოლობითში tuman თუმანი).

უზბეკეთის ოლქები
ოლქი ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა (2015)[1] ნომერი
ანდიჟანის ოლქი
Andijon Viloyati
ანდიჟანი
Andijon
4,200 2,857,300 2
ბუხარის ოლქი
Buxoro Viloyati
ბუხარა
Buxoro
39,400 1,785,400 3
ფერღანის ოლქი
Fargʻona Viloyati
ფერღანა
Fargʻona
6,800 3,444,900 4
ჟიზაკის ოლქი
Jizzax Viloyati
ჟიზაკი
Jizzax
20,500 1,250,100 5
ყარაყალპაკეთის რესპუბლიკა
ყარაყალპაკეთურად: Qaraqalpaqstan Respublikasiʻ
უზბეკ.: Qoraqalpogʻiston Respublikasi
ნუკუსი
No‘kis
Nukus
160,000 1,763,100 14
კაშკადარიოს ოლქი
Qashqadaryo Viloyati
კარში
Qarshi
28,400 2,958,900 8
ხორეზმის ოლქი
Xorazm Viloyati
ურგენჩი
Urganch
6,300  1,715,600 13
ნამანგანის ოლქი
Namangan Viloyati
ნამანგანი
Namangan
7,900 2,554,200 6
ნავოის ოლქი
Navoiy Viloyati
ნავოი
Navoiy
110,800 913,200 7
სამარყანდის ოლქი
Samarqand Viloyati
სამარყანდი
Samarqand
16,400  3,514,800 9
სურხანდარიის ოლქი
Surxondaryo Viloyati
თერმეზი
Termiz
20,800 2,358,300 11
სირდარიის ოლქი
Sirdaryo Viloyati
გულისტანი
Guliston
5,100 777,100 10
ტაშკენტი
Toshkent Shahri
ტაშკენტი
Toshkent
335 2,352,300 1
ტაშკენტის ოლქი
Toshkent Viloyati
ტაშკენტი
Toshkent
15,300  2,758,300 12

ანკლავები და ექსკლავები რედაქტირება

არსებობს ოთხი უზბეკური ექსკლავი და ყველა მათგანი გარშემორტყმულია ყირგიზეთის ტერიტორიით ფერღანის ხეობის რეგიონში, სადაც ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის საზღვარი გადის. ორი მათგანია სოხის რაიონი, ფართობით 325 კმ² და მოსახლეობით 42.800 (1993) (ზოგიერთი შეფასებით, 70,000 და რომლის 99% არიან ტაჯიკები და დარჩენი უზბეკები)[2] და შახიმარდანი, ფართობით 90 კმ² და მოსახლეობით 5,100 (1993) (91% უზბეკები და დარჩენი ყირგიზები). დანარჩენი ორი პაწაწინა ტერიტორიებია „ჩონ-კარა“ (ან ქალაჩა), დაახლოებით 3 კმ სიგრძეში და 1 კმ სიგანეში და „ჯანი-აილი“ (ან ჯანგაილი), წერტილოვანი მიწა ძლივს 3 კმ მასშტაბით.

სქოლიო რედაქტირება

  1. Average number of resident population, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-09. ციტირების თარიღი: 2016-11-01.
  2. Jan S. Krogh's Geosite