უესტერნ-ჰაილენდსი

უესტერნ-ჰაილენდსი (ინგლ. Western Highlands Province) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მაუნტ-ჰაგენი. პაპუა-ახალი გვინეის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული პროვინცია. პროვინციის დასავლეთ ნაწილში მოჰყავთ ჩაი და ყავა. პაპუა-ახალი გვინეის ყველაზე მაღალი მთა — ვილჰელმი, მდებარეობს უესტერნ-ჰაილენდსის პროვინციის ტერიტორიაზე.

პროვინცია
უესტერნ-ჰაილენდსი
ინგლ. Western Highlands Province
დროშა

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
ადმ. ცენტრი Mount Hagen
კოორდინატები 5°40′00″ ს. გ. 144°30′00″ ა. გ. / 5.66667° ს. გ. 144.50000° ა. გ. / -5.66667; 144.50000
მმართველი Paias Wingti
ფართობი 4299 კმ²
მოსახლეობა 362 850[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 84,40 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]

2009 წლის ივლისში გამოიცა კანონი 2012 წელს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის შესახებ. 2012 წლის 17 მაისს შეიქმნა ორი ახალი პროვინცია ჰელა და ჯივაკა. ისინი შესაბამისად გამოეყვნენ საუთერნ-ჰაილენდსის და უესტერნ-ჰაილენდსის პროვინციებს. უესტერნ-ჰაილენდს გამოეყო ისეთი რაიონები, როგორიცაა ჯიმი, ვაგი და კამბია.

სქოლიო რედაქტირება