უელე (ფრანგ. Uele) — მდინარე ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში. სიგრძე 1000 კმ-ზე მეტი. აუზის ფართობი 140 ათ. კმ². სათავე აქვს ლურჯ მთებში, ტბა მობუტუ-სესე-სეკოს დასავლეთით. სათავეში ეწოდება კიბალა. მიედინება ტროპიკულ ტყესა და სავანაში. ჭორომიანია. მდინარე მბომუსთან შეერთების შემდეგ წარმოქმნის მდინარე უბანგის.

უელე
ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სათავე ლურჯი მთები
სიგრძე 1000 კმ
აუზის ფართობი 140 000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} უელე ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უელე&oldid=3189530“-დან