უეინ გრეცკი

კანადის ყინულის ჰოკეის მოთამაშე

უეინ გრეცკი (ინგლ. Wayne Gretzky; დ. 26 იანვარი, 1961) — კანადელი ჰოკეისტი. თამაშობდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი.[1] 1978-1988 წლებში თამაშობდა კლუბ „ედმონტონ ოილერზის“ შემადგენლობაში, რომელთანაც ერთად ოთხჯერ მოიგო სტენლის თასი. 2001 წლიდან კლუბ „ფინიქს კოიოტსის“ მფლობელია. აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტად.[2]

უეინ გრეცკი
დაბ. თარიღი 26 იანვარი, 1961
დაბ. ადგილი ბრანთფორდი, ონტარიო, კანადა
სიმაღლე 1,83
წონა 84 კგ
პოზიცია ცენტრი
ლიგა ნჰლ
მოქალაქეობა კანადა
კარიერა 1978–1999
უეინ გრეცკი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება