უარასი – ქალაქი პერუში, უარასის პროვინციის პოლიტიკური ცენტრი და ანკაშის რეგიონის დედაქალაქი. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 143.415 ადამიანი. ამავე დროს, უარასი რეგიონის რომანულ-კათოლიკური ეკლესიის ცენტრია.

ქალაქი
უარასი
Huaraz
დროშა გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი ანკაში
კოორდინატები 9°32′00″ ს. გ. 77°32′00″ დ. გ. / 9.53333° ს. გ. 77.53333° დ. გ. / -9.53333; -77.53333
ქალაქის მერი ლომბარდო ანხელესი
დაარსდა 1574
ფართობი 370.03 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3,052
მოსახლეობა 143.415 კაცი
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 43
ოფიციალური საიტი munihuaraz.gob.pe
უარასი — პერუ
უარასი

მდებარეობა რედაქტირება

უარასი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ლიმის ჩრდილოეთით, 420 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 3 052 მეტრის სიმაღლეზე. უარასი ქვეყნის აგრარულად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კალეხონ დე უალასის ხეობაშია გაშლილი (Callejón de Huaylas). ეს ხეობა მიეკუთვნება კორდილიერა ბლანკას მთათა სისტემას, სადაც მდებარეობს პერუს უმაღლესი მწვერვალი უასკარანი (6768 მ)

ისტორია რედაქტირება

1538 წელს, ფრანსისკო პისარომ, კონკისტადორ სებასტიან დე ტორესს მიანიჭა უფლება, იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ქალაქი მდებარეობს, აეგროვებინა გადასახადები. 1574 წელს, ალონსო დე აურას სანტოიომ აქ დააარსა პატარა სოფელი. 1970 წლის 31 მაისის, ანკაშის რეგიონში მომხდარმა მიწისძვრამ, უარასი თითქმის მთლიანად დაანგრია, დაიღუპა 10 000 ადამიანი. თითქმის აღარაფერი დარჩა ქალაქის ძველი ღირსშესანიშნაობებიდან. ერთადერთი, რაც ხელუხლებლად გადარჩა, ეს იყო ქალაქის ცენტრალური სკვერი, რომლის გარშემოც ხელახლა აშენდა ქალაქი. მიწისძვრა რიხტერის შკალით 7,8 ბალი იყო და გრძელდებოდა 45 წამის განმავლობაში.

კომუნიკაციები რედაქტირება

უარასი მიერთებულია პანამერიკულ მაგისტრალთან, რაც აადვილებს სწრაფად დაუკავშირდეს დედაქალაქს. ქალაქის ჩრდილოეთით, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მდებარეობს ანტას მცირე აეროპორტი, რომელიც პატარა ზომის რეგიონალური ავიაკომპანიების თვითმფრინავებს ემსახურება.

ტურიზმი რედაქტირება

უასკარანის ეროვნული პარკი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. სწორედ უარასია ის პუნქტი, საიდანაც ტურისტებს ამ პარკში მოხვედრა შეუძლიათ.

ქალაქში მრავლადაა ფერმერთა მაღაზიები, აქვე ადგილობრივებისგან შეგიძლიათ შეიძინოთ უამრავი ხელნაკეთი ნივთი თუ ქსოვილი, მაგალითად ალპაკას ბამბეული. ადგილობრივების მიერ დამზადებული სხვადასხვა დესერტი, ყველი, კარაქი, თაფლი, თამბაქო და ა.შ.

უარასს პერუში "სამხრეთის შვეიცარიას" ეძახიან, რადგან ქალაქის ცენტრიდან მოჩანს ულამაზესი ხედი – დათოვლილი მწვერვალები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება