ტყიბულის წყალსაცავი

წყალსაცავი საქართველოში, იმერეთის მხარეში

ტყიბულის წყალსაცავიწყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოკრიბის ქვაბულში. წყალსაცავი შექმნილია მიწაყრილის კაშხლით, რომლითაც დაგუბებულია მდინარე ტყიბულა იქ, სადაც ის ქვაბულის ფსკერზე, ე. წ. „წყალდასავალთან“ კარსტულ შახტში იკარგებოდა. წყალსაცავს აქვს პატარა უბეები, მის შუა და დასავლეთ ნაწილში კუნძულებია. წყალსაცავის სიგრძე 8,1 კმ, უდიდესი სიგანე 3,2 კმ, მაქსიმალური სიღრმე 12,5 მ, საშუალო სიღრმე 6,9 მ. ფართობი 12,1 კმ². წყლის მოცულობა 84 მლნ. მ³.

ტყიბულის წყალსაცავი
კოორდინატები: 42°17′44″ ჩ. გ. 42°55′45″ ა. გ. / 42.295722° ჩ. გ. 42.929417° ა. გ. / 42.295722; 42.929417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ტყიბულის მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე)
სიგრძე 8,1 კმ
სიგანე 3,2 კმ
ფართობი 12,1 კმ²
მოცულობა 0,084 კმ³
უდიდესი სიღრმე 12,5
საშუალო სიღრმე 6,9
ტყიბულის წყალსაცავი — საქართველო
ტყიბულის წყალსაცავი
ტყიბულის წყალსაცავი — იმერეთის მხარე
ტყიბულის წყალსაცავი

საზრდოობს მდინარე ტყიბულასა და სხვა შენაკადების წყლით, აგრეთვე ატმოსფერული ნალექებით (1750 მმ წელიწადში). წყალსაცავის ქვაბული და მიმდებარე სერები აგებულია იურული და ცარცული ასაკის ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, მერგელოვანი კირქვებით. სანაპირო ძირითადად დაბალი და დამრეცია.

წყალსაცავში წყლის დონე ყველაზე მაღალია აგვისტო-სექტემბერში, დაბალია – თებერვალ-მარტში. დონეების საშუალო წლიური ამპლიტუდა 575 სმ. მდიდარია თევზით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება