ტყავფრთიანები, ყურბელები (ლათ. Dermaptera) — მწერების რიგი, რომელთაც არასრული გარდაქმნა ახასიათებთ. აქვთ წაგრძელებული (3,5—30 მმ-მდე), მოქნილი სხეული, მუცლის ბოლოზე დანამატი წყვილი მარწუხის სახით. წინა (ზედა) ფრთები მკვრივია, დამოკლებული, უკანა — სიფრიფანა, რომელიც მოსვენებისას ზედა ფრთების ქვეშ არის შეკეცილი. რიგში 1200-მდე სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. უმთავრესად ღამის მწერებია, ნესტისა და სითბოს მოყვარული. ძირითადად ცხოველური ან მცენარეული ნარჩენებით იკვებებიან, ზოგჯერ თავს ესხმიან პატარ-პატარა მწერებს, ობობებს, ჭიებს, ზოგი სოფლის მეურნეობის მავნებელია.

ტყავფრთიანები
Forficula auricularia
Forficula auricularia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ტყავფრთიანები
ლათინური სახელი
Dermaptera

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: