ტუხტი (ლათ. Althaea) — ერთ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ბალბისებრთა ოჯახისა.

ტუხტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ბალბისებრნი
სახეობა:  ტუხტი
ლათინური სახელი
Althaea

ტუხტის 12-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში. საქართველოში 4 სახეობა გვხვდება, მნიშვნელოვანია სამკურნალო ტუხტი (ლათ. Althaea officinalis), მისი სიმაღლე 1,5 აღწევს. იზრდება ტენიან ადგილებში, მდელოზე, მდინარისპირა ბუჩქნარში. თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა.

მისი ფესვებიდან (ლათ. Radix athaeae) დამზადებულ ფხვნილს, ნაყენს ან ნახარშს იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებების დროს დამარბილებელ და ამოსახველებელ საშუალებად, იხმარება საშარდე გზების ანთების დროსაც.

ლიტერატურა რედაქტირება