ტურნეფსი, საკვები თალგამი (ლათ. Brassica rapa subsp. rapirera) — ორწლოვანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. დათესვის წელს ივითარებს ფესვთანური ფოთლების როზეტს და მსხვილ ხორცოვან ფესვებს. დარგული მცენარეების ძირხვენებიდან მე-2 წელს ვითარდება ღეროები, ყვავილედი და თესლიანი ნაყოფები.

ტურნეფსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
სახეობა:  ტურნეფსი
ლათინური სახელი
Brassica rapa rapifera

გავრცელებულია კულტურული მიწათმოქმედების რაიონებში. მოჰყავთ ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველის საკვებად, ფოთლებს ასილოსებენ. 100 კგ შეიცავს დაახლოებით 9 საკვებ ერთეულს, 0,7 მონელებად პროტეინს. თესავენ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ნაწვერალზე თესვისას — ზაფხულში. სამხრეთ რაიონებში იყენებენ როგორც მოზამთრე კულტურას.

ძირხვენის მოსავალი 1 ჰა-ზე 400—500 შეადგენს. ინახავენ საცავებში, ზვინებად და თხრილებში.

ლიტერატურა რედაქტირება