ტურა (რუს. Тура), დოლგაია (რუს. Долгая) — მდინარე რუსეთში, სვერდლოვსკისა და ტიუმენის ოლქებში; ტობოლის (ობის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1030 კმ, აუზის ფართობი 80 400 კმ². სათავეს იღებს შუა ურალზე, მიედინება დასავლეთ ციმბირის ვაკეზე. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. წყალდიდობა იცის აპრილიდან ივლისამდე. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 184 კმ-ში — 177 მ³/წმ, უდიდესი — 3330 მ³/წმ, უმცირესი — 8,6 მ³/წმ (მარტის ბოლოს). იყინება ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში, ლღვება აპრილში – მაისის პირველ ნახევარში. ძირითადი შენაკადებია: სალდა, ტაგილი, ნიცა, პიშმა (მარჯვენა). დასაცურებელია. სანაოსნოა შესართავიდან 753 კმ-ზე. მდინარეზეა 3 წყალსაცავი (საერთო ფართობი 23 კმ²), ქალაქები: ვერხნაია-ტურა, ნიჟნაია-ტურა, ვერხოტურიე, ტურინსკი, ტიუმენი.[1]

ტურა
სხვა სახელი დოლგაია
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები სვერდლოვსკის ოლქი, ტიუმენის ოლქი
ქალაქები ვერხნაია-ტურა, ნიჟნაია-ტურა, ვერხოტურიე, ტურინსკი, ტიუმენი
სათავე 58°23′05″ ჩ. გ. 59°20′05″ ა. გ. / 58.38472° ჩ. გ. 59.33472° ა. გ. / 58.38472; 59.33472
შესართავი ტობოლი
57°12′41″ ჩ. გ. 66°57′11″ ა. გ. / 57.21139° ჩ. გ. 66.95306° ა. გ. / 57.21139; 66.95306
სიგრძე 1030 კმ
აუზის ფართობი 80 400 კმ²
მდინარის სისტემა ტობოლიირტიშიობიკარის ზღვა
წყლის ხარჯი (მინ.) 8,6 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 3330 მ³/წმ
ტურა (მდინარე) — რუსეთი
ტურა (მდინარე)
ტურა (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ტურა ვიკისაწყობში

სქოლიო რედაქტირება

  1. Тура // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 26 — М., 1977.