ტუნისის დროშა
ტუნისის დროშა (არაბ. علم تونس) — ტუნისის ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად.
ტუნისის დროშა | |
---|---|
მიღებულია | 1831 |
ხელმეორედ დადგენილია |
3 ივლისი, 1999 |
პროპორცია | 2:3 |
კომპიუტერული დიზაინი |
მეწამულ ფონზე ვერცხლისფერი წრე ცენტრში და ვერცხლისფერ წრეში მეწამული ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარკვლავი |
დროშა მიღებულია 1831 წელს ტუნისის ბეის ალი ჰუსეინ II-ის ბრძანებით. 1959 წლის 1 ივნისს დროშა დამოუკიდებელი ტუნისის ეროვნულ სიმბოლოდ გამოცხადდა. 1999 წლის 30 ივნისს, შეიცვალა დროშის პარამეტრები, თუმცა პრაქტიკულად დროშის ვიზუალი არ შეცვლილა.
დროშაზე გამოსახული ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი ისლამის ტრადიციული სიმბოლოა, ასევე ითვლება წარმატების სიმბოლოდ. აღნიშნული სიმბოლოები გამოსული იყო ოსმალეთის იმპერიის დროშაზე. ტუნისი წლების განმავლობაში იყო იმპერიის ნაწილი, სიმბოლოები სწორედ ამ ისტორიულ კავშირს გამოხატავს.