ტუნგი, ტუნგის ხე (ლათ. Aleurites) — ფოთოლმცვივანი გვარის ხე რძიანასებრთა ოჯახისა. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, მთლიანია ან 3-5-ნაკვთიანი. ყვავილი ცალსქესიანია, 5-ფურცლიანი გვირგვინი აქვს.

ტუნგი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რძიანასებრნი
ლათინური სახელი
Aleurites

ნაყოფი კურკიანია, დიამეტრი 6 სმ-მდე. თესლი მსხვილია (2-3 სმ), სახეობათა უმეტესობა — შხამიანია. დიდი რაოდენობით შეიცავს მაღალხარისხოვან ზეთს, რომელიც გამოიყენება პარაფინისა და გაზეთვის სახით; აგრეთვე წარმოადგენს ლაქის, საღებავისა და საპნის შემადგენელ ნაწილს, ხოლო შხამიანი ნივთირებების მოცილების შემდეგ კულინარიული ზეთის სახითაც იხმარება.

საუკეთესო ტუნგის ზეთს იღებენ ჩინური ტუნგისგან, რომელიც კულტივირებულია ჩინეთსა და ბევრ თბილ ქვეყანაში. ძვირფას ტექნიკურ ზეთს იძლევა აგრეთვე მთის ტუნგი, იაპონური ტუნგი და სხვა. მათ წარმატებით იყენებენ მრეწველობაში.

საქართველოში ტუნგი 1896 წელს შემოიტანეს. 1986 წლის მონაცემებით მას ეკავა 7 ჰა ფართობი. ჰა-ზე 360 მცენარე ირგვება. მისი ყოველწლიური მოსავალი 12 ათას ტონას აღემატება.

ლიტერატურა რედაქტირება