ტიბეტურ ბუდიზმში ტულკუ (ტიბ. སྤྲུལ་སྐུ, ვაილი: sprul sku) არის მაღალ რანგიანი ლამა, რომელთა შორის ერთ-ერთია დალაი-ლამა, რომელსაც შეუძლია აირჩიოს მისი ხელახალი დაბადების ადგილი. როგორც წესი, ლამა რეინკარნირდება კვლავ ადამიანში, იგივე სქესისად, რაც მისი წინამორბედი იყო. თუმცა, მისმა უწმინდესობა XIV დალაი ლამამ მის „მემკვიდრეზე“ განაცხადა, „თუ ქალი თავს უფრო გამოსადეგრად გამოავლენს, ლამა ადვილად შეიძლება რეინკარნირდეს ამ ფორმაში“. დალაი ლამამ აგრეთვე თქვა (მისი სიკვდილის შემდეგ „დალაი ლამას“ გამოუსადეგარობაზე კამათის დროს), რომ შესაძლებელია იგი მწერის ან ცხოველის ფორმაშიც რეინკარნირდეს... . ტულკუს საწინააღმდეგოდ, სხვა ცოცხალ არსებებს, მათ შორის სხვა ლამებს, არ შეუძლიათ მათი მომავალი სხეული აირჩიონ.

ჩოგლეი ტულკუ

რეინკარნაციის მანერის არჩევასთან ერთად, ტულკუებს ასევე შეუძლიათ სიკვდილის წინ დაასახელონ მათი შემდეგი დაბადების ადგილი, ზოგჯერ ამატებენ გარკვეულ ინფორმაციას მათი მომავალი მშობლების, სახლის და სხვ. შესახებ. თუ ასეთი ინფორმაცია ნაკლებია, ბერები, რომელთა მოვალეობა რეინკარნაციის ლოკაციაა, დახმარებისთვის „ტულკუს“ ასტროლოგს მიმართავენ მიმართულებისთვის.

დღესდღეობით ორი ათასამდე ტულკუა ცნობილი, ჩინელთა მიერ ტიბეტის დაპყრობამდე კი ალბათ რამდენიმე ათასი იყვნენ. ყოველ ტულკუს თავისი რეინკარნაციის ხაზი აქვს. მაგალითად, XIV დალაი ლამა მისი წინა 13 დალაი ლამის რეინკარნაციაა, რომლებიც თავისთავად ითვლებიან ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარას რეინკარნაციად. ტულკუთა უმრავლესობა მამაკაცია.

ეტიმოლოგია რედაქტირება

ტერმინი ტულკუ სანსკრიტული ფილოსოფიური ტერმინის - ნირმანაკაიას ტიბეტური თარგმანია. ტრიკაიას (ბუდდჰას სამი სხეული) ფილოსოფიური სისტემის მიხედვით, ნირმანაკაია არის ბუდდჰას ფიზიკური, ადამიანური სხეული. სიდჰართა გაუტამა ამის ერთ-ერთი მაგალითია.

მონღოლურად ტულკუ არის ხუბილღან - хувилгаан. ჩინურად არის huófó (活佛), რაც ნიშნავს ცოცხალ ბუდდჰას.

 
ლოგდენი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება