ტუკუპიტა (ესპ. Tucupita) — ქალაქი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ვენესუელაში, დელტა-ამაკუროს შტატის შემადგენლობაში. მდებარეობს მდინარე ორინოკოს დელტის ფარგლებში, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულია 730 კილომეტრით.

ქალაქი
ტუკუპიტა
Tucupita
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი დელტა-ამაკურო
კოორდინატები 09°03′33″ ჩ. გ. 62°04′05″ დ. გ. / 9.05917° ჩ. გ. 62.06806° დ. გ. / 9.05917; -62.06806
დაარსდა 1848
ფართობი 6.6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 72.856 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 6,6 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 287
საფოსტო ინდექსი 6401
ოფიციალური საიტი tucupita-deltaamacuro.gob.ve
ტუკუპიტა — ვენესუელა
ტუკუპიტა

2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 72.856 კაცს. მოჰყავთ სიმინდი, ბანანი, კაკაო, შაქრის ლერწამი და თამბაქო. ქალაქის იერ-სახის შეცვლა განაპირობა მდინარე მანამოზე აშენებულმა კაშხალმა და ასევე ნავთობის წარმოების განვითარებამ. კაშხლის ზედა მხარეს გაშენებულია გზატკეცილი, რომლის საშუალებით დამყარებულია საავტომობილო მიმოსვლა ტუკუპიტასა და მატურინს შორის.

ქალაქი ტუკუპიტა გაშენებულია მდინარე ორინოკოს ტოტის კანიო-მანამოს ნაპირებზე, კარიბის ზღვის სანაპიროდან 110 კილომეტრში. ორინოკოს დელტა უმეტესად დაკავებულია წყალ-ჭაობური მცენარეებით, გაბატონებულია ცხელი და ნოტიო კლიმატი. დელტის ტერიტორიაზე უხვადაა ტბები, ასევე მდიდარია აქაური ფლორისტული შედგენილობა, რის გამოც ტერიტორია ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტად მრავალფეროვანია. ქალაქის მიდამოებშია (ორინოკოს დელტის დასავლეთ ნაწილში) ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგი, სადაც დაახლოებით 1930-იანი წლებიდან მოყოლებული 1960 წლამდე მიმდინარეობდა მისი ინტენსიური მოპოვება.

დაარსდა 1885 წელს. ქალაქ ტუკუპიტის ჰაერის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი უტოლდება 26,8 °C-ს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება