ტროოდოსი

ქედი კვიპროსში

ტროოდოსი (ბერძ. Τρόοδος) — უმსხვილესი მთათა სისტემა კუნძულ კვიპროსზე. უმაღლესი წერტილი — მთა ოლიმპო (1952 ).

ტროოდოსი
კოორდინატები: 34°55′ ჩ. გ. 32°50′ ა. გ. / 34.917° ჩ. გ. 32.833° ა. გ. / 34.917; 32.833
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
უმაღლესი წერტილი ოლიმპო
სიმაღლე 1952 
ტროოდოსი — კვიპროსი
ტროოდოსი
სურათები ვიკისაწყობში

ტროოდოსის მთები კვიპროსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ცნობილია თავისი მთის კურორტებით, პეიზაჟებითა და ბიზანტიური ეკლესია-მონასტრებით, საიდანაც ყველაზე ცნობილია XI საუკუნეში დაარსებული კიკოსის მონასტერი.

ჰავა რედაქტირება

ტროდოოსის მთის მასივის ჰავა, ისევე როგორც კვიპროსისა, ხმელთაშუაზღვისაა: ზაფხული მშრალი და ცხელია, ხოლო ზამთარი — გრილი და ნესტიანი. სიმაღლისა და მთის რელიეფის გამო, ტროოდოსში მოდის ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა კუნძულის მასშტაბით, ზოგჯერ 1000 მმ-ზე მეტიც. თოვლი ყოველ ზამთარს მოდის და ოლიმპოს მთა 3–4 თვით თოვლით იფარება. 1991–2005 წლებში, რეგიონის ყველაზე დაბალი რეგისტრირებული ტემპერატურაა −10,2 °C, ყველაზე მაღალი — +35,4 °C.[1]

ბუნება რედაქტირება

ტროდოსის მთების ბუნება ხასიათდება მსხვილი ტყის მასივებითა და მდიდარი ფლორით, სადაც დიდი რაოდენობით ენდემური მცენარეებია. იშვიათი ცხოველებიდან გამორჩეულია მუფლონი, რომელზე ნადირობა უკანასკნელ წლებში მთავრობის მიერაა აკრძალული. ტყიდ ზონებში გავრცელებულია მელა და კურდღელი.

ეკონომიკა რედაქტირება

რეგიონის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება სოფლის მეურნეობას (ხილისა და ყურძნის მოყვანა, ღვინის წარმოება). შეზღუდული მასშტაბებით მიმდინარეობს სპილენძის მადნის მოპოვება, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში დაიწყო. ამ დროის კვიპროსი იყო სპილენძის მოპოვების ისეთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომ ლათინურ ენაში ამ ლითონს cuprum ეწოდა, რაც კუნძულის სახელიდან მომდინარეობს.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Climatological Data, Prodromos, 1991-2005. კვიპროსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მეტეოროლოგიური სამსახური. (ინგლისური)
  2. Παναγίδης, Ι. (1997). Η Γεωλογία της Κύπρου, Κεφάλαιο V — Ορυκτός Πλούτος. Λευκωσία: Τυπογραφεία Πρίντκο, გვ. 9-12. ISBN ISBN 9963-1-7505-8 Invalid ISBN.  თარგი:Ref-el