ტრონი (ინგლ. Tron) — 1982 წლის ფანტასტიკური ჟანრის ფილმი. იგი გადაღებულია კომპანიების Walt Disney Productions და Lisberger Studios მიერ. ფილმის დისტრიბუტორია Buena Vista Distribution Company.

„ტრონი“
ჟანრი ფანტასტიკა
რეჟისორი სტივენ ლისბერგერი
პროდიუსერი დონალდ კეშნერი
რონ მილერი
სცენარის ავტორი სტივენ ლისბერგერი
ნაწარმოები სტივენ ლისბერგერი
ბონი მაკ-ბერდი
როლებში ჯეფ ბრიჯესი
ბრიუს ბოქსლეიტნერი
დევიდ უორნერი
სინდი ჰიუზი
ბერნარდ ჰიუზი
დენ შორი
კომპოზიტორი უენდი კარლოსი (ორკესტრული მუსიკა)
Journey (სიმღერები)
ოპერატორი ბრიუს ლოგენი
მონტაჟი ჯეგ გურსონი
სტუდია Walt Disney Productions
Lisberger Studios
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution Company
გამოსვლის თარიღი 9 ივლისი 1982
ხანგრძლივობა 96 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 17,000,000 აშშ დოლარი
შემოსავალი 33,000,000 აშშ დოლარი
შემდეგი ტრონი: მემკვიდრეობა

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

კევინ ფლინი (ჯეფ ბრიჯესი) არის ახალგაზრდა პროგრამისტი, რომელიც მუშაობს კომპანიაში ENCOM. იგი ქმნის ნოვატორულ კომპიუტერულ თამაშებს. ახალი თანამშრომელი, ედ დილინჯერი, ითვისებს მათ ავტორობას, ამცირებს კევინის ჰონორარს, საბოლოოდ კი საერთოდ აგდებს სამსახურიდან. შედეგად ფლინი გადაწყვიტავს ისეთი ფაილის მოძიებას, რომელიც დაამტკიცებს, რომ დილინჯერმა იგი გაქურდა.

ერთ დღეს დილინჯერი ყველა პროგრამისტს, რომელსაც ავტორიზაციის მეშვიდე დონე აქვს, უზღუდავს MCP (Master Control Program)-ის გახსნას. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აკონტროლებს კორპორაციის კომპიუტერულ ქსელს. ორი თანამშრომელი გადაწყვიტავს, გატეხოს ეს ქსელი, რაშიც მათ ფლინიც ეხმარება. ხდება გაუთვალისწინებელი რამ: ფლინი ციფრულ დამუშავებას გადის და მოხვდება კომპიუტერულ სისტემაში. იქ მას განსხვავებული სამყარო ელის. აღმოჩნდება, რომ კომპიუტერული პროგრამები არსებობენ ტოტალიტარულ რეჟიმში. MCP სინამდვილეში არის სასტიკი მმართველი. ჩვეულებრივი პროგრამები ინახება ერთგვარ საკონცენტრაციო ბანაკებში. პერიოდულად ისინი მონაწილეობენ დაუნდობელ გლადიატორულ ბრძოლებში. ამ სამყაროში თავისი რელიგია არსებობს - პროგრამებს სწამთ, რომ მათ ჰყავთ უმაღლესი მფარველები, სახელად ’მომხმარებლები’. როდესაც ფლინი მოხვდება ვირტუალურ სამყაროში, ისინი მას მფარველად ჩათვლიან. გმირმა უნდა გაიაროს ბრძოლების მთელი რიგი და მოძებნოს სუპერპროგრამა ’ტრონი’, რომელიც არის დიქტატორის დამარცხების პირველი გზა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება