ტროა (ბერძ. Τροία ან Τροάς, ასევე Ήλιον; ლათ. Troia, Ilium) — ლეგენდარული ქალაქი, აღწერილი ტროის ომის ციკლში, ილიადაში, ჰომეროსის ძველ ბერძნულ ეპოსში.

ტროის არქეოლოგიური ძეგლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 39°57′27″ ჩ. გ. 26°14′20″ ა. გ. / 39.95750° ჩ. გ. 26.23889° ა. გ. / 39.95750; 26.23889
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 849
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
გათხრებით აღმოჩენილი ქალაქის გალავნის ფრაგმენტები.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 849
ინგლ.რუს.ფრ.

ტროა (Truva, Hissarlik 39°58′N 26°13′E) ასევე არქეოლოგიური მიდამოა ანატოლიაში, ჰომეროსის მიერ აღწერილ ადგილას ზღვის პირას დარდანელის სრუტის სამხრეთ დასავლეთში მთა იდას ქვეშ.

ახალი ქალაქი ილიუმი დაფუძნდა ლეგენდარული ილიონის (ტროა) ადგილას რომის იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით ქალაქი საკმაოდ მდიდარი იყო, თუმცა კონსტანტინეპოლის დაარსების შემდეგ, ბიზანტიის პერიოდში, ის თანდათან დაკნინდა.

1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ერთი მეორის შემდეგ აშენებული რამდენიმე ქალაქი. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალაქი ჰომეროსის ტროად იქნა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დასკვნა საკამოთოა, ამ ადგილის იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ჰიტიტურ ტექსტებში ქალაქ ვილუსად; ილიონი (ანუ ვილიონი) ამ სახელის ბერძნული ვარიანტი უნდა ყოფილიყო.

1998 წელს ტროა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტროა&oldid=4463284“-დან