ტრიპლე-ფრონტერა (ესპ. La Triple Frontera; პორტ. Tríplice Fronteira) — სამმაგი საზღვარი სამხრეთ ამერიკაში, პარაგვაის, არგენტინასა და ბრაზილიას შორის, მდინარე იგუასუსა და პარანის შერწყმის ადგილას. ამ არეალში განთავსებულია ქალაქები: სიუდად-დელ-ესტე (პარაგვაი), პუერტო-იგუასუ (არგენტინა) და ფოზ-დუ-იგუასუ (ბრაზილია). ახლოსვე მდებარეობს იგუასუს ჩანჩქერი და იტაიპუს კაშხალი.

ხედი არგენტინის მხრდიან
არგენტინის მხარეს აღმართული ობელისკი

მოსახლეობა რედაქტირება

სამმაგი საზღვრის მოსახლეობა თავს იყრის სამ ქალაქში. მათ შორის უდიდესია პარაგვაის ქალაქი სიუდად-დელ-ესტე, სადაც 2010 წლის მონაცემებით 390 000 ადამიანი ცხოვრობს, ბრაზილიის ფოზ-დუ-იგუასუში 300 000, ყველაზე პატარა კი არგენტინის ქალაქი პუერტო-იგუასუა 82 000 მცხოვრებით. არეალში მნიშვნელოვანია არაბი და აზიელი იმიგრანტების წილი, რომელთა საერთო რაოდენობაც 50 000-ს აღწევს.[1]

ტურიზმი რედაქტირება

სამმაგი საზღვარი მნიშვნელოვანი ტურისტული არეალია. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ე. წ. „ძმობის ხიდი“, რომელიც ერთმანეთთან არგენტინის ქალაქ პუერტო-იგუასუსა და ბრაზილიის ქალაქ ფოზ-დუ-იგუასუს აკავშირებს. სამივე ქვეყნის მხარეს აღმართულია ობელისკი, რომელიც იმ ქვეყნის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, რომლის მხარესაც მდებარეობს. თითოეული ამ ობელისკიდან შესაძლებელია სამივე ქვეყნის ტერიტორიის დანახვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

25°35′33″ ს. გ. 054°35′35″ დ. გ. / 25.59250° ს. გ. 54.59306° დ. გ. / -25.59250; -54.59306

სქოლიო რედაქტირება

  1. „Paraguay's Ciudad del Este and the New Centers of Gravity“. Foreign Military Studies Office. April, 2002. ციტირების თარიღი: April 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]