ტრილატერაცია (ლათ. trilaterus – სამგვერდა) — საყრდენი გეოდეზიდური ქსლის შექმნის ერთ-ერთი მეთოდი. ტრილატერაცია ეწოდება აგრეთვე ამ მეთოდით შექმნილ ქსელსაც, რომელიც წარმოადგენს ურთიერთმიმხრობილი სამკუთხედების სისტემას. ტრიანგულაციის მსგავსად ტრილატერაციის მეთოდის ამოცანაა პუნქტების ჰორიზონტალური კოორდინატების განსაზღვრა. განირჩევა ტრიანგულაციის ორი ტიპი:

  1. როდესაც მოცემულია საწყისი და პუნქტების ჰორიზონტალური კოორდინატები, ხოლო იზომება ქსელის ყველა გვერდის ჰორიზონტალური გეგმილი.
  2. სიტუაცია როცა მოცემულია პუნქტის ჰორიზონტალური კოორდინატები, გვერდის სიგრძე და მისი აზიმუტი, ხოლო იზომება ქსლის ყველა გვერდის გეგმილი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება