ტრემოლიტი — სილიკატების კლასის, ამფიბოლების ჯგუფის მინერალი; ქიმიური შედგენილობა Сa2Mg5Si8O22(OH)2 — კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. აქვს ნაცრისფერი ან თეთრი ნემსისებრი კრისტალები, აგრეგატები — რადიალურ სხივური. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6-6,5; სიმკვრივე დაახლოებით 3000 კგ/მ³.

ტრემოლიტი
საერთო
კატეგორიასილიკატების კლასის, ამფიბოლების ჯგუფის მინერალი
ქიმიური ფორმულაСa2Mg5Si8O22(OH)2
იდენტიფიკაცია
ფერინაცრისფერი ან თეთრი
კრისტალის სინგონიამონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით6-6,5;
სიმკვრივე3000 კგ/მ³. კგ/მ³

წარმოიქმნება მეტამორფული პროცესების შედეგად. ტრემოლიტის მკვრივი ფარულკრისტალური სახეობაა ნეფრიტი, რომელსაც იყენებენ საიუველირო საქმეში, წმინდაბოჭკოვანია აზბესტი.

სახელი ეწოდა ტრემოლის (Tremola) ხეობის (სამხრეთი შვეიცარია) სახელის მიხედვით.

ტრემოლიტი გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის გვხვდება რუსეთში, აშშ-ში, კანადაში, იტალიაში, შვეიცარიაში, ფინეთსა და ტანზანიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება