ტრაპიზონის ალყა (1222–1223)

ტრაპიზონის ალყა

ტრაპიზონის ციხე
თარიღი 1222–1223
მდებარეობა ტრაპიზონი
შედეგი ტრაპიზონის გამარჯვება
მხარეები
სელჩუკი თურქები ტრაპიზონის იმპერია
მეთაურები
მელიქი ადრნონიკოს I გიდი

ტრაპიზონის ალყა1222–1223 წლებში რუმის სელჩუკთა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქის, ქ. ტრაპიზონის წაწრუმატებელი ალყა. XIV საუკუნის ტრაპიზონელი მწერალის, იოანე ლაზაროპულოსის, თანახმად ქალაქი ახლოს იყო დაცემასთან, მაგრამ გადარჩა მოულოდნელი შტორმის შედეგად. თურქთა იერიში მოგერიებულ იქნა და მეალყეთა უკუქცეული ლაშქარი, დაუნდობელი ტრაპიზონელი მთიელების, მაჩხელების მიერ იქნა განადგურებული, რის შედეგადაც მათი მეთაური, ვინმე მელიქი ტრაპიზონელებს ჩაუვარდათ ტყვედ.

ტრაპიზონელი ისტორიკოსები ამ ალყას ტრადიციულად ტრაპიზონის იმპერიასა და რუმის სასულთნოს შორის ვასალური დამოკიდებულების ჭრილში განიხიალვენ, რასაც 1214 წლის ხელშეკრულება უდევს საფუძვლად.[1] თუმცა უახლესი კვლევების თანახმად, რომელიც ანატოლიელი თურქების ისტორიულ კონტექსტს ითვალისწინებს, ეს ბრძოლა შავი ზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, ქ. სინოპისა და ჩრდილოეთ ანატოლიაში კონტროლის დასამყარებლად ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის ერთ-ერთ ეპიზოდს წარმოადგენდა, რომელიც მთელი XIII საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა.[2]

კონფლიქტის მოვლენები და ალყის დეტალები შემონახულია ოთხ წყაროში: მიქაელ პანარეტოსის „ქრონიკები“,[3] კონსტანტინე ლუკიტის „წმინდა ევგენიოსის ენკომიონი“, იბნ ალ-ასირის ქრონიკები[4] და ყველაზე ვრცლად იოანე ლაზოროპულუსის „სინოფსისი“.[5] შესაძლოა მეხუთე წყაროდ ასევე ჩაითვალოს იბნ ნატიფიც, რომელიც ეხება რუმის სულთან ქეიყუბადსა და "ლასკარის" შორის 1230 წლით დათარიღებულ კონფლიქტს, სადაც ქეიყუბადმა პირველ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ დამარცხდა მეორეში; ამ კონფლიქტების დაკავშირებას ცდილობს რ. მ. შუკუროვი, მაგრამ Peacock-ი სავარაუდოდ მართალია როცა მას 1214 წლის სინოპის ალყის გაუგებარ ცნობებთან აკავშირებს.[6] ჯონ ოლოფ როზენკვისტი ლაზაროპულოსის საკუთარ რედაქციაში აღნიშნავს რამდენიმე პრობლემას მოცემული ნაშრომის შესახებ, რამაც როზენკვისტს აიძულა ევარაუდებინა, რომ ეს ნაშრომი ეყრდნობოდა მინიმუმ ორ წყაროს: პირველი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ჰაგიოგრაფიული ნაშრომი, ხოლო მეორე, მისივე თქმით, უნდა ყოფილიყო ეპიკური ლექსების კრებული, რომელიც Digenes Akritas-ის თანასწორია.

წინაპირობა რედაქტირება

1222 წელს, ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე ადრნონიკოს I გიდი ავიდა. ანდრონიკოსი კარგად აცნობიერებდა მეზობელი რუმის სასულთნოდან მომდინარე საფრთხეს და პირველივე მისი გადაწყვეტილება მელიქთან ხელშეკრულების გაფორმება იყო, რაც ორ მონარქიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობის გარანტი უნდა გამხდარიყო.[7] თუმცა მელიქის ვასალმა ქ. სინოპის რაისმა (გამგებელი) ეტუმისმა დაარღვია ეს ხელშეკრულება და გაძარცვა გემი, სადაც არქონტი ალექსი პაკტიარესი და ტრაპიზონის პროვინცია ხერსონის (იხილ. აგრ. პერატეია) გადასახადები იყო განთავსებული; იმპერატორმა ალექსიმ სინოპის მმართველის წინააღმდეგ მაშინვე ბრძანა საპასუხო ზომების მიღება და ტრაპიზონული ფლოტით კერასუსიდან დაიძრა.[8] ტრაპიზონელებმა გაძარცვეს სინოპის გარეუბანი და ქალაქის სავაჭრო ცენტრი, ხელში ჩაიგდეს ნავსადგურში განთავსებული ფლოტი და დახოცეს მისი ეკიპაჟი. რეის ეტუმისი იძულებული გახდა ალექსი პაკტიარესი ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა და გაძარცვული ნადავლი უკან დააბრუნა. ტრაპიზონის ექსპედიცია სინოპში წარმატებულად დასრულდა.

როდესაც სინოპზე თავდასხმის ამბავი სულთან მელიქის კარამდე მივიდა, მან უმალვე ლაშქრის შეკრება და ტრაპიზონის დალაშქვრა მოისურვა. სელჩუკთა ლაშქარი ერზრუმისაკენ დაიძრნენ. როცა იმპერატორმა ანდრონიკემ შეიტყო სულთნის გადაწყვეტილების შესახებ, ახალი მოსალოდნელი კონფლიქტისთვის მზადებას შეუდგა და ბრძანა ლაშქრის შეკრება „სოტიროპოლისი და ლაზიიდან ოინეიონამდის“ — სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო მაშინდელი ტრაპიზონის იმპერიის უკიდურეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საზღვრები. ორივე მხარე მოემზადა შემდგომი კონფლიქტისთვის.[9]

სინოპზე თავდასხმის თარიღი და ტრაპიზონის შემდგომი ალყა შეიძლება დადგინეს სამი წყაროდან: იოანე ლაზაროპულოსი, მიხეილ პანარეტოსი და ალ-ასირი. იოანე ლაზოროპულოსი ამ მოვლენას ათარიღებს ბიზანტიური კალენდრის 6371 წლით, ეს იყო ანდრონიკე გიდის ზეობის მეორე წელი.[10] ბიზანტიური წელთაღრიცხვა იწყებოდა პირველ სექტემბერს და რადგანაც იმპერატორი ალექსი I 1222 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ანდრონიკეს ზეობის მეორე წელი 1223 წლის თებერვალია. ლაზაროპულოსის ცნობები მიუთითებს პერიოდს 1223 წლის თებერვალსა და სექტემბერს შორის. მიხეილ პანარეტოსის ქრონიკა იყენებს იმავე სიტყვებს მელიქის დამარცხების დათარიღების შესახებ,[3] ასე რომ სავარაუდოდ ალყა ამ პერიოდებს შორის უნდა მომხდარიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაზაროპულოსი ნაშრომში ხშირად არ უთითებს თარიღებს ამ შემთხვევის გარდა. კონფლიქტში მოქმედების თანმიმდევრობის განვითარებისას ის არ უთითებს თუ დროის რა პერიოდი არის ეტუმისის მიერ ფლოტის გაძარცვის, ტრაპიზონის მიერ სინოპის დალაშქრვის და ალყის დაწყებას შორის. რაც მხოლოდ იმის თქმის საშუალებას იძელვა რომ პირველი ორი შემთხვევა უფრო ადრე, 1223 წლამდე, უნდა მომხდარიყო. საბედნიეროდ მესამე წყარო ალ-ასირი, გადმოგვცემს რომ 1223 წელს მონღოლებისგან დევნილი ფლოტი ჩაიძირა ანატოლიასთან, რომელიც შემდგომ გაიძარცვა სელჩუკების მიერ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ ეს სამივე მოვლენა ექვსი თვის ინტერვალში, 1223 წლის თებერვალ-სექტემბერს შორის უნდა მომხდარიყო.[11]

პირველი შეტაკებები რედაქტირება

მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, მოცემულ კონფლიქტზე ყველაზე სრულყოფილი წყარო ლაზაროპულოსის „სინფოსის“-ია. ჯონ ოლოფ როზენკვისტის მოსაზრებით, ლაზაროპულოსი ეყრდნობა მინიმუმ ორ სხვადასხვა წყაროს, რაც მიზეზი გახდა მისი ნაშრომის ინტერპრეტაციის სირთულის და რამაც სავარაუდოდ იმოქმედა ნაშრომში ზოგიერთი ინციდეტების განმეორებაზე. უფრო მეტიც, ლაზაროპულოსი გვთავაზობს ახალ დეტალებს, რომელიც შესაძლოა მის მიერ იყოს შეთხზული, რადგან მისი ნაშრომის მიზანი, არა ობიექტური ისტორიის აღწერაა, არამედ ტრაპიზონის მფარველი წმინდანი ევგენიოსის განდიდებაა.[12]

სინოპის დალაშქვრის შემდეგ, სულთან მელიქის ლაშქარი კატუკიონთან (Katoukion) დააბანაკა, ეს პუნქტი ბაიბურთსა და ზაილუსას (Zailousa) შორის მდებარეობდა. ადგილობრივების განმარტებით საუკეთესო მარშუტი ხალდიის ავლით იქნებოდა, რადგან ეს ადგილი რთულად მისაწვდომია და ამავდროულად დასახლებულია მეომარი ხალხით, რაც გაართულებდა ლაშქრის მარშირებას.[13] ამ ცნობებზე დაყრდნობით, სულთანმა გადაწყვიტა ბანაკის ვიწრო უღელტეხილთან განლაგება (რომელსაც როზენკვისტი „პონტოს კარსთან“ აიგივებს, ასევე ცნობილი როგორც ზიგანა).[14]

იმპერატორმა ანდრონიკემ თეოდორე პოლემარხის საიმედო რაზმი ჩააბარა და უღელტეხილის მისასვლელებთან გაგზავნა, სადაც მათ თურქ რაზმებთან შეტაკება მოუხდათ. თეოდორე იყო ის ვინც იმპერატორს აცნობა სულთნის მოსვლის ამბავი. ლაზაროპულოსის ცნობით, ლაზაროპულოსი ამ დროს ეკლესიაში იმყოფებოდა და ელოდა ეუხარიასტის მიღებას, რის შემდეგაც 500 მხედარს ჩაუდგა სათავეში და თურქთა ავანგარდს დაუპირისპირდა.[15] ანდრონიკეს მხედრობა გაცილებით მრავალრიცხოვან მტერს ებრძოდა, მათი თანაფარდობა ოთხი ერთზე უნდა ყოფილიყო. ანდრონიკემ გაიმარჯვა პირველ შეტაკებაში, მაგრამ უკან დაიხია მას შემდეგ, როცა შენიშნა რომ ის მხოლოდ მტრის მცირე ნაწილს დევნიდა. ლაბრის ციხის შენარჩუნების შემდეგ, იმპერატორი ტრაპიზონისაკენ გაბრუნდა. სულთანი ლაშქარი უღელტეხილიდან დაეშვა და ტრაპიზონთან, მინთრიონის გორაზე, წმინდა ევგენიოსის მონასტრის წინ დაბანაკდა. მიშელ კურშანსკისის თანახმად, ეს იყო ურიცხვი არმია, რომლის მსაგსვსი ადგილობრივებს აქამდე არ ენახათ.[16] სულთნის ლაშქარი ქალაქის კედლების გასწვრივ განლაგდნენ, ალყაში მოაქციეს ქალაქი და ცეცხლის ალში გაავლეს ტრაპიზონის სავაჭრო ცენტრი, რომელიც ნაწილი იყო ქალაქის გარეუბნის მის აღმოსავლეთ ნაწილში.[17] როგორც კი მოსაღამოვდა, იმპერატორმა ანდრონიკემ დატოვა ციტადელი და პანაგია ხრისოკეფალოსის ეკლესია მოილოცა, რათა გათავისუფლებულიყო დარდისგან.

თავდასხმები რედაქტირება

 
ტრაპიზონის გეგმა. ქვემო ციხის კედლები ჯერ კიდევ არ იყო აგებული 1222 წლისთვის.

შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში სულთანი ტრაპიზონის კედლებს ათვალიერებდა, სადაც მხოლოდ მეციხოვნეების ისრები იხილა. რის შემდეგაც გადაწყვიტა პირველი შტურმის ორგანიზება. ლაზაროპულოსის ტექსტი აქ გაუგებარია, თუმცა ჩანს რომ შეტაკება ციტადელთან ახლოს მოხდა.[18] თავდამსხმელებს იმავე რაოდენობის მეციხოვნეები დახვდათ და ლანდშაფტის უპირატესობიდან გამომდინარე. ეს შეტევა მალევე მოგერიებულ იქნა.[19]

მომდევნო თავდასხვა შემდეგ დღეს დაიწყო. რადგანაც ქალაქის კედელი სანაპიროსაკენ დაბალი და დაუცველი ჩანდა, სულთანის გადაწყვეტილებით მეალყეებმა კარვები სანაპიროს გასწვრივ ძველი არსენალიდან „დასავლეთის მდინარემდე“ განალაგეს - ეს იყო ხეობა ქალქის კედლის დასავლეთით.[20] „საყვირებმა გასცეს ბრძოლის ნიშანი და ყველა უღმერთომ გამოსცა ერთიანი ყიჟინა“, ლაზაროპულოსი წერს: „მხედართმთავრება განალაგეს შეჯავშნული კავალერია კედლთან ახლოს და მათ უკან იყვნენ სლინგერები, მეომრები რომლებიც ლოდებს ისროდნენ, მეისრეები და ისინი ვინც ფარებს ატარებდა და მათ შორის ვინც საალყო დანადგარებს განაგებდა.[21]

სანამ სულთანი, ლაშქრის ერთი ნაწილით ქალაქის დასავლეთ კედლების შტურმში იყო ჩართული, იმპერატორმა ანდრონიკემ და მისმა მხედართმთავრებმა შენიშნეს, რომ წმ. ევგენიოსის წინ დარჩენილი ლაშქრის მეორე ნაწილი უიმეოდოდ და დაუცველად გამოიყურებოდა. ანდრონიკემ მათ პოზიციებისაკენ გაგზავნა მხედართა რაზმი. როდესაც სულთანმა შეიტყო ამის შესახებ შეწყვიტა კედლების იერიში და მინთრიონის გორისაკენ დაიძრა. ტრაპიზონელებმა ამასობაში დაიაკვეს პოზიცია წმ. პროკოპიოს ეკლესიასთან.[22] ისინი დაუპირისპირდნენ თურქული მხედრობის მოწინავე ნაწილს. ბრძოლის ველზე დაეცა ორივე მხარის წამყვანი პირები, ლაზოროპულოსის თანახმად მათ შორის იყვნენ: სელჩუკთა მხრიდან, რეის ეტუმესი და ლატატინესი, სულთნის ნათესავის შვილი, ხოლო ტრაპიზონელთა მხრიდან დაეცა მხედართმთავარი გიორგი თორნიკესი და ოთხი სხვა გამოჩენილი ტრაპიზონელი. როდესაც სულთნის დანარჩენი არმია ბრუნდებოდა, იმპერატომა მშვიდად მოაბრუნა მისი ლაშქარი, გადაკვეთა წმ. გიორგის ხეობა და უსაფრთხოდ შევიდა ქალაქში.[23] ამ თავდასხმამ აღაშფოთა სულთანი და შურისძიების მიზნით წმ. ევგენიოსის ეკლესიის დარბევა ბრძანა, რა დროსაც განადგურდა ეკლესიის ზედა კედელი და იატაკი.

მომვევნო დღეს სულთანმა ისევ განაახლა შტურმი. ისროდნენ ისრებს და შუბებს, ლოდებს და სხვა საშუალებებს. მეციხოვნეებიც პასუხობდნენ ისრებით, იქამდე სანამ თავდასხმელთა ისრები ამოიწურა, რა დროსაც „ლაზების შვილები“ მხედრობით გამოჩნდნენ და მეალყეები უკუაქციეს.[24]

შემდეგ დღეს, სულთანმა ქალაქს სიტყვით მიმართა და მათ დანებებისაკენ მოუწოდა. საპასუხოდ იმპერატორმა სულთნის ელჩობა მოიწვია, რა დროსაც ანდრონიკემ მათ საკვების მარაგი აჩვენა. ელჩებმა დაბრუნებისთანავე განუცხადეს სულთანს რაც მათ დაინახეს და რამაც სულთანი საგონებელში ჩააგდო.[25]

პროვინციის მოსახლეობამ, მათ შორის მაჩხელებმა გადაწყვიტეს სულთნის არმიაზე თავდასხმა. ჩათვალეს რა, რომ სულთნის ლაშქარი არ გამოიყურებოდა ისე ძლიერ, როგორც ის აქამდე ჩანდა ისინი თავს დაესხნენ სულთნის ბანაკს; გაიტაცეს ცხენები, გაანადგურეს კარვები და წაასხეს ტყვეები და გააქციეს მათი მცველები. სულთანმა შური ისევ წმინდა ევგენიოსის ეკლესიაზე იძია. მოიწვია საკუთარი ხალხი და ისინი ნაგებობაში განათავა სადაც მათ, ლაზაროპოლუსის თქმით „ზოგიერთი მგზნებარე ქალი“ ართობდათ.[26]

იმავე ღამით, ლაზოროპოლუსის თანახმად, წმინდა ევგენიოსი ეწვია სულთანს და წარუდგინა მისი თავი, როგორც ქალაქის მოსახლეობის ლიდერი და უთხრა სულთანს, რომ მოსახლეობას სურდა ქალაქი მისთვის ჩაებარებინა. სულთანმა მაშინვე შეკრიბა მისი ლაშქარი და დაიძრა ქალაქისკენ, სადაც ის ღამის ვიზიტორის გამოჩენას და ქალაქის ჩაბარებას მოელოდა. ნაცვლად ამისა მას ძიერი შტორმი გადაატყდა თავს. დაიწყო ძლიერი ჭექა-ქუხილი, სეტყვა, ელვისა და ქარი. ადიდებულმა წყალმა წალეკა სელჩუკთა ნაწილი, დაახრჩო ზოგიერთი მათგანი და გაფანტა დანარჩენები.[27] იყო თუ არა ლაზაროპოლუსის ეს ცნობა რეალობის ამსახველი სურათი უცნობია, თუმცა კონსტანტინე ლუკიტი მის ნაშრომშიც ადასტურებს რომ წმინდა ევგენიოს სულთანს წაართვა არა მხოლოდ ლაშქარი, არამედ ის ანდრონიკეს დაეხმარა მელიქის ტყვედ ჩაგდებაში.[28] მიქაელ პანარეტოსიც ადასტურებს, რომ სულთნის ლაშქარი თითქმის მთლიანად განადგურდა.[3]

სულთან მელიქმა მის ზოგიერთ მეომართან ერთად მიატოვა ბრძოლის ველი. ის კურატორეიონთან (Kouratoreion) მსუბუქად შეიარაღებულმა მაჩხელებმა შეიპყრეს და ეს იყო ადგილი სადაც წმინდა ევგენიოსის ეკლესია ააშენეს, რომელიც ფუნქციონირებას განაგრძობდა ლაზაროპულოსის დროსაც.[29]

შედეგები რედაქტირება

დატყვევებული მელიქი მოიყვანეს ტრაპიზონში. ანდრონიკოსმა მელიქი პატივით მიიღო. მან მოიწვია მრჩეველთა კრება, რომელმაც მელიქის გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. მელიქსა და ანდრინიკოს შორის დაიდო პატქი, რის თანახმადაც ამ ორ მხარეს შორის სრულდებოდა ყოველგვარი ვასალური დამოკიდებულება: რათა ტრაპიზონელები არ იყვნენ ვალდებული შეასრულონ სამხედრო სამსახური სულთნისთვის, ან გადაიხადონ ხარკი ან გააგზავნონ ძღვენი. გადმოცემის თანახმად მალიქი აღფრთოვანებული დარჩა ანდრონიკეს ზომიერებით და გათავისუფლების შემდეგ ყოველწლიურად საჩუქრის სახით არაბულ ცხენებს უგზავნიდა მას და ფულად დახმარებას უწევდა ევგენიოსის მონასტერს.[30]

ვილიამ მილერის თანახმად, ტრაპიზონის იმპერიის დამოუკიდებლობა 1230 წელს შეწყდა, როდესაც ხვარაზმშაჰი ჯალალ-ად-დინი ანატოლიაში შეიჭრა და რუმის სასულთნოს დაუპირისპირდა. ჯალალმა რომელმაც საქართველოს სამეფო 1220-იანებში დაიპყრო, ახლა ტრაპიზონს უშუალოდ გაუმეზობლდა. ამ ვითარებაში შეუძლებელი გახდა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება და ანდრონიკე ხვარაზმშაჰის მოკავშირედ იქცა. 1230 წელს, ხვარაზმელების რუმის სასულთნოსთან მარცხის შემდეგ, მათი ლაშქრის გარკვეული ნაწილი ტრაპიზონში გაიხიზნა, რამაც მილერს აიძულა ევარაუდებინა, რომ ანდრონიკოსი მხარს უჭერდა ხვარაზმშაჰებს. მილერი ასევე ციტირებს ვინსენტ ბოვუზის ინფორმაციას, რომელის თანახმადაც ტრაპიზონის მმართველი სულლთანს 200 შუბს უგზავნიდა (1,000 კაცი).[31]

მელიქის ვინაობა რედაქტირება

„მელიქი“ არის ტიტული („მეფე“, „სუვერენი“) ვიდრე სახელი და ეს გარემოება ნაკლებად გვეხმარება პიროვნების ვინაობის დადგენაში ამბობს როზენკვისტი.[32] მელიქი, ასე აღინიშნება ტრაპიზონის ალყის ორგანიზატორის სახელი სამ წყაროში, ესენია: კონსტანტინე ლუკიტი,[28] მიქაელ პანარეტოსი[3] და ლაზაროპულოსი.[33] მათგან მხოლოდ ლაზაროპულოსი ამბობს, რომ მელიქი იყო „ძე დიდი სულთნის, ალატინეს სააპატინესის“, ის ასევე ახსენებს მის ნათესავს „ლატატინეს“, ვისი ძეც ბრძოლის ველზე დაიღუპა. ეს დეტალი შესაძლოა იყო ადგილობრივი ტრადიციისგან, რომელიც მხოლოდ მან შემოინახა ან შესაძლოა ეს იყოს მიერ მიერ შეთხზული.[34] არსეობს სამი სავარაუდო ვარიანტი, რომელიც მელიქს შეიძლება უკავშირდებოდეს: რომელიც მელიქი იდენტიფიცირდება: რუმის სულთნის ალაედინ ქეიყუბადის ძე;[35] ალაედინ ქეიყუბადი, ქეი-ხოსროვის ძე;[36][37] ან ბაიბურთის სელჩუკი ემირი, მუღიტ ალ-დინ თუღრილ შაჰი.[38]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Savvides, Alexios G. K. (2009). {{{title}}} (Greek). Thessaloniki: Kyriakidis Brothers S.A., გვ. 58–61. ISBN 978-960-467-121-2. 
  • Zehiroglu, Ahmet. M. (2016). Trabzon İmparatorluğu 2 (Turkish). Trabzon: Lazika Yayin Kolektifi, გვ. 11–36. ISBN 978-605-4567-52-2. 

სქოლიო რედაქტირება

  1. For example, William Miller, Trebizond: The last Greek Empire of the Byzantine Era: 1204-1461, 1926 (Chicago: Argonaut, 1969), გვ. 23f
  2. Claude Cahen, Pre-Ottoman Turkey: A General Survey of the Material and Spiritual Culture and History c. 1071-1330, 1968 (New York: American Council of Learned Societies, 2014), გვ. 166f, 284; Michel Kuršanskis, "L'empire de Trébizonde et les Turcs au 13e siècle", Revue des études byzantines, 46 (1988), გვ. 109-124; A.C.S. Peacock, "The Saliūq Campaign against the Crimea and the Expansionist Policy of the Early Reign of'Alā' al-Dīn Kayqubād", Journal of the Royal Asiatic Society, 3rd series, 16 (2006), გვ. 133-149
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Panaretos, Chronicle, ch. 2. Greek text in Original-Fragmente, Chroniken, Inschiften und anderes Materiale zur Geschichte des Kaiserthums Trapezunt, part 2; in Abhandlungen der historischen Classe der königlich bayerischen Akademie 4 (1844), abth. 1, გვ. 11f; German translation, გვ. 42
  4. Peacock, "The Saliūq Campaign", გვ. 146
  5. John Lazaropoulos, Synopsis, ll. 1141-1599; translated by Jan Olof Rosenqvist, The Hagiographic Dossier of St Eugenios of Trebizond in Codex Athous Dionysiou 154 (Uppsala: University Press, 1996), გვ. 309-335
  6. Peacock, "The Saliūq Campaign", გვ. 146f
  7. Michel Kuršanskis believes that this treaty was a renewal of the one Andronikos' predecessor negotiated. (Kuršanskis, "L'empire de Trébizonde", გვ. 114f)
  8. Kuršanskis, "L'empire de Trébizonde", გვ. 115 n. 24
  9. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1183-1192; translated by Rosenqvist, The Hagiographic Dossier, გვ. 313
  10. Lazaropoulos Synopsis, ll. 1151-54; translated by Rosenqvist, The Hagiographic Dossier, გვ. 311
  11. Peacock, "The Saliūq Campaign", გვ. 147
  12. Rosenqvist offers a brief discussion of the issues with this source in Hagiographic Dossier, გვ. 50-63.
  13. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1201f; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 313
  14. Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 407
  15. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1220-1230; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 315
  16. Kuršanskis, "L'empire de Trébizonde", გვ. 116
  17. Likely Meydan, in the suburbs east of the city. Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 442, note on line 1254
  18. This is where Rosenqvist places "Epiphaneia". (Hagiographic Dossier, გვ. 444, note on line 1276)
  19. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1271-1279; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 317
  20. Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 445, note on line 1283
  21. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1284-1287; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 317
  22. In another miracle in his Synopsis, Lazaropoulos provides details about the location of this church to allow Rosenqvist to place it either at the base or on the eastern slopes of Mount Minthron. Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 416, note on lines 421f
  23. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1315-1317; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 319. On the identity of these landmarks, see Rosenqvist's discussion at გვ. 448.
  24. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1323-1338; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 321
  25. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1364-1388; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 323
  26. Lazaropoulos, Synopsis, l. 1398; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 325
  27. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1411-1473; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 325-329
  28. 28.0 28.1 Encomium ll. 846-861; translated by Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 165
  29. Lazaropoulos, Synopsis, l. 1474-1477; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 329
  30. Lazaropoulos, Synopsis, ll. 1492-1587; translated in Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 329-335
  31. Miller, Trebizond: The last Greek Empire of the Byzantine Era: 1204-1461, 1926 (Chicago: Argonaut, 1969), გვ. 23f
  32. Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 434f
  33. Lazaropoulos, Miracle 23; translated by Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 309-335
  34. Synopsis, ll. 1154f, 1304; translated by Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 311, 319
  35. E. Janssens, Trébizonde en Colchide (Brussels, 1969), გვ. 72 n. 2; Elizabeth Zachariadou, "Trebizond and the Turks (1352-1402)", Archeion Pontou, 35 (1979), გვ. 333 n. 3; Rosenqvist, Hagiographic Dossier, გვ. 434f
  36. Fallmerayer, Original Fragmenten, გვ. 107-109; George Finlay, The History of Greece and the Empire of Trebizond, (1204-1461) (Edinburgh: William Blackwood, 1851), გვ. 333 and note; A. Savvides, გვ. 79-88
  37. Zehiroglu, Ahmet M. ; "Trabzon Imparatorlugu 2" (Trabzon, 2016) ; გვ.14-15
  38. Cahen, Pre-Ottoman Turkey, გვ. 125; A. Bryer, "Greeks and Türkmens: The Pontic Exception", Dumbarton Oaks Papers, 29 (1975), გვ. 123