ტოჰოკუ (იაპონ. 東北地方) — რეგიონი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ცენტრია მიაგის პრეფექტურა. რეგიონის შემადგენლობაშია 6 პრეფექტურა: აკიტა, აომორი, ფუკუსიმა, ივატე, მიიაგი და იამაგატა.[1] ჩრდილოეთით ცუგარუს სრუტით გამოყოფილია ჰოკაიდოსაგან, დასავლეთით შემოსაზღვრულია იაპონიის ზღვით, აღმოსავლეთით წყნარი ოკეანით, სამხრეთით კანტოს რეგიონით, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით ტიუბუს რეგიონით. ტყეებით დაფარული ტერიტორია მთიანია ან ბორცვიანი, დამახასიათებელია ნოტიო, კონტინენტური კლიმატი. ფართობი 66 889,55 კმ², 2015 წლის მდგომარეობით ტოჰოკუს რეგიონში ცხოვრობდა 9 020 531 ადამიანი.

რეგიონი
ტოჰოკუ
東北地方
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
კოორდინატები 38°54′00″ ჩ. გ. 140°41′00″ ა. გ. / 38.90000° ჩ. გ. 140.68333° ა. გ. / 38.90000; 140.68333
ფართობი 66 889,55 კმ²
მოსახლეობა 9 020 531 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 130 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი Japan Standard Time
ტოჰოკუ — იაპონია
ტოჰოკუ

სქოლიო რედაქტირება

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). Tōhoku in Japan Encyclopedia, p. 970 Google წიგნებში