ტოტილა, ბადუილა (დ. უცნობია — გ. 552, გუალდო-ტადინო, იტალია) — ოსტგუთების მეფე 541-552 წლებში. სათავეში ჩაუდგა სახალხო-განმათავისუფლებელ მოძრაობას ბიზანტიელ დამპყრობელთა წინააღმდეგ იტალიაში. გამოიყენა ბიზანტიის პოლიტიკით უკმაყოფილო მონების, კოლონებისა და რომაულ-იტალიური გლეხების გამოსვლები. ძველ რომაელ არისტოკრატიას და კათოლიკურ ეკლესიას ჩამოართვა მიწები და დაურიგა თავისი რაზმის წევრებსა და თავისუფალ მეომრებს. თავის ჯარში იღებდა გაქცეულ მონებსა და კოლონებს. ტოტილას დროს ოსტგუთებმა ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს ბიზანტიელებზე — 542-551 წლებში, გაათავისუფლეს თითქმის მთელი იტალია. იმპერატორ იუსტინიანეს გამოგზავნილ ახალ არმიასთან ბრძოლაში ტოტილა ტაგინესთან დამარცხდა და სასიკვდილოდ დაიჭრა.

ტოტილა
ოსტგუთების მეფე
მმართ. დასაწყისი: 541
მმართ. დასასრული: 552
წინამორბედი: ერარიხი
მემკვიდრე: ტეია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 552
გარდ. ადგილი: ტაგინეს მახლობლად, ახლანდელი გუალდო-ტადინო, იტალია

ლიტერატურა რედაქტირება